208 თავი ( I ტომის დასასრული)

192 18 11
                                    

ავტომობილმა მკვეთრად შეუხვია ქუჩაზე და გიჟივით გავარდა გზაზე... გულამოვარდნილმა ინმა თავი მოაბრუნა და გუ ჰაის შეხედა -„რამე მოხდა?“
-„არაფერი, ეტყობა ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი.“ - ავტომატურად გაეღიმა გუ ჰაის.
წინ ცოტა მანქანა იყო, რის გამიც ასე თუ ისე დამშვიდდა, გაფუჭებული მუხრუჭი იმდენად დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენდა, საჭიროების შემთხვევაში შეეძლო მანქანა ძალით გაეჩერებინა (აქ რაღაც ძრავებზეა და ვერ გავიგე, ბოდიშით..  რაღაც გადამცემს აუწევს, მერე გადართავს და სიჩქარეს დაუკლებს და ისე გააჩერებსო წერია. ანუ რაღაც გზა არსებობს, რომ მაინც გაჩერდეს მანქანა). გვერდითი მხედველობით, გუ ჰაიმ შეამჩნია, რომ ინი ანერვიულებული უყურებდა.
-“გუ ჰაი, არ ვიცი რატომ, მაგრამ უკვე ვნერვიულობ.”
ამ სიტყვების გაგონებაზე გუ ჰაის სახე წამიერად დაუმშვიდდა და სპეციალურად ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
-“ყველაფერი რიგზეა, ნუ გეშინია, უბრალოდ ანეკდოტს მოგიყვები.”
-“მოყევი.” - ჩუმად თქვა ინმა.
-“ჯერ თვალები დახუჭე.”
-“თვალები დავხუჭო?”
-“ეს ანეკდოტი აუცილებლად თვალდახუჭულმა უნდა მოისმინო.”
ინმა იცოდა , რომ გუ ჰაი რაღაცას ატყუებდა, მაგრამ ცნობისმოყვარეიბის გამო მაინც დახუჭა თვალები.
-“ამბობენ, რომ სოფლებში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია….”
სანამ გუ ჰაი ანეკდოტს ყვებოდა, აკურატულად გადართო მეორე სიჩქარეში და გაზს დაუკლო (გაზის პედალი იგულისხმება ალბათ), გადაბმულობა გათიშა (იგულისხმება ე.წ. ცეპლენია) და მანქანამ სიჩქარეს მყისიერად დაუკლო.
როგორც კი ინმა თვალების გახელა დააპირა მაშინვე ლაპარაკი გააგრძელა.
-„ერთხელაც ერთ-ერთ სოფელში მეთაური მივიდა და შეეცადა თავის დაცვის საშუალებები გაეცნი მათთვის. მან მთელი ყუთი პრეზერვატივები წაიღო და ანახა თუ როგორ უნდოდა მათი გამოყენება...“
ინი თვალებდახუჭული უსმენდა და ბოლომდე ანდო გუ ჰაის მანქანის მართვა. სჯეროდა, რომ ის შეძლებდა არსებულ პრობლემასთან განმკლავებას.
გუ ჰაიმ პირველ სიჩქარეში გადართო და ნელ-ნელა ხელის მუხრუჭის დაქაჩვა დაიწყო...
-„ორი წლის შემდეგ მეთაური ისევ დაბრუნდა სოფელში და აღმოაჩინა, რომ არაფერი შეცვლილა, კვლავ ძალიან მრავლდებოდა სოფლის მოსახლეობა.“
ნელ-ნელა მანქანამ შენელება დაიწყო, თუმცა გზაჯვარედინიდან სატვირთო ავტომობილი მაღალი სისწრაფით გამოვარდა, რაზეც გუ ჰაი კიდევ უფრო დაიძაბა...
-„იცი რატომ?“ - გუ ჰაიმ შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა.
-„რატომ?“ - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ინმა.
-„ერთმა კაცმა მეთაურს უთხრა: როგორც გავიგე თქვენ, ქალაქელები ამბობთ, რომ ეს ყოველ დღე უნდა ატარო. ასეც ვცადე, მაგრამ როცა ყოველ დღე მეკეთა ვეღარ ვშაშრავდი, ამიტომ უბრალოდ წინ პატარა ნაწილი მოვაჭერი.“
ინი სიცილით გაიგუდა.
ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, მომავალი ავტობუსის წინ ადამიანმა გადაირბინა, რომელსაც გზის მეორე მხარეს სურდა გადასვლა... მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა... გუ ჰაი შეეცადა საჭე მოებრუნებინა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო.
-„გესმის რა განსხვავებაა ანეკდოტის გახელილი და დახუჭული თვალებით მოსმენას შორის?“
ინი უკვე თვალების გახელას აპირებდა და სწორედ ამ მომენტში შეჯახებისგან ძლიერი ზეწოლა იგრძნო. ყურის ბარაბანებში რაღაცამ დაიწუილა და სუნთქვა გაუჭირდა... თვალები გაახილა და გუ ჰაისკენ გაიხედა, რომლის სახიდანაც სისხლი წურწურით ჩამოდიოდა.
სისხლმა ამოაფრქვია და ინს სახეზე შეესხა. გაოგნებული და შოკირებული, ხელებით გუ ჰაის თავში სწვდა და გულმოკლული ხმით მისი სახელი დაიყვირა, თუმცა პასუხად არანაირი რეაქცია არ მიუღია.
ინს გუ ჰაის თავი ხელებში ეჭირა და უეცრად იგრძნო, რომ სუნთქვა შეეკრა... მისი გული თითქოს აღარც სცემსო.
ორივე მანქანა წინა მხრიდან იყო დაზიანებული, ამას დაზიანებაც აღარ ერქვა, საშინელი სანახავი იყო. რკინის წინა სადგომი* (მოკლედ ვერ გავიგე ეს რაა передняя стойка რუსულად ეს ჰქვია და სურათზე რაცაა ეგ რკინაა, სადღაც ბორბალთანაა მიმაგრებული როგორც მივხვდი)

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ