სიმართლე თუ მოქმედება

1.3K 23 7
                                    

მოგვითხრობს ჰერმიონი
➖➖➖➖➖➖➖➖➖
ჰოგვორტსის ომის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ყველაფერი ჩაწყნარდა და ბავშვები ჰოგვორტსში დავბრუნდით რათა აღგვედგინა ბოლო გაცდენილი წელი. ეს რომ გავიგე ძალიან გამიხარდა და გავბედნიერდი და აი ხვალ ჰოგვორტსში მივდივარ. უბედურება ისაა რომ ამ დროის განმავლობაში რონს დავშორდი... ნუ რაღაც მიზეზებუს გამო, ის და ჰარი კი აქ არ არიან ისინი ესპანეთში წავიდნენ რაღაც საქმეებზე ასერომ ისინი ვერ გააგრძელებდნენ სწავლას. ლუნა და მამამისი ომის მერე გადავიდნენ სადღაც სხვაგან. რონის მთელი ოჯახი და ჰარი როგორც მოგახსენეთ ესპანეთშია, ჩომ კი სწავლის გაგრძელება არ ისურვა. ეჰ სამწუხაროდ დინ ტომასს მანქანამ დაარტყა და ახლა კომაშია ასე რომ სრულიად მეგობრების გარეშე მივდიოდი გოგვორტსის ექსპრესისაკენ. შევედი და ცარიელ კუპეში დავჯექი ჩემს გარდა არავინ იჯდა ამ კუპეში და თავს საშინლად ვგრძნობდი მარტო. ახალი მეგობრები უნდა გამეჩინა. მატარებელში ტკბილეული ჩამოატარეს მე გავედი და რაღაცეები ავიღე რადგან საშინლად მშიოდა მოწყენილი ვბრუნდებოდი კუპეში, უცებ მატარებელი გაჩერდა და წინ წავვარდი და დრაკო მალფოის შევეჯახე, ამას აქ რაუნდა? ამის გაფიქრებაღა მოვასწარი და დავეცი ძირს და თავი დავარტყი. თვალები დავხუჭე სიმწრისგან და სირცხვილისგანაც რადგან დრაკოს დამცინავი სახე უნდა ამეტანა... თვალები ოდნავ გავახილე და მივხვდი რომ ის არ აპირებდა ჩემს დაცინვას. მან ხელი გამომიწოდა მე ჩავკიდე და წამოვდეგი

მადლობა. - ჩავიჩურჩულე ჩუმად

არაფრის. კარგად ხარ? - მკითხა და თავი დახარა

რატომ გადარდებს ვერ ვხვდები მაგრამ ჰო კარგად ვარ მადლობა - თავზე ხელი მოვისვი და სულ სისხლიანი მქონდა ნუთუ ესე მწარედ დავარტყი? ეს დრაკიმაც დაინახა და მზერა ამარიდა

მგონი არც თუ ისე კარგად ხარ წამოდი კუპეში რამეს მოვიმოქმედებ - თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე დ კუპეში შევყევი. მან ჯიბიდან ჯოხი ამოიღო და რაღაც შემილოცა. ოდნავი ტკივილი ვიგრძენი და მერე გადამიარა.

დრამიონი: სიმართლე თუ მოქმედებაWhere stories live. Discover now