*1*

722 123 0
                                    

ყველას გვყავს ჩვენი „იდეალური მეორე ნახევრის" ტიპაჟი, რომელსაც ჩვენდა უნებურად ყველას ვადარებთ. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ადამინის შესახებ დასკვნები თვალის ერთი შეხედვით გამოიტანო, ვიდრე მისი უკეთ გაცნობა ეცადო. ჰოსოკსაც ჰყავდა თავისი იდეალი - მაღალი, სიმპათიური, მშვიდი და კარგი მზარეული.

ჯანგ ჰოსოკი ძალიან მხიარული, მეგობრული, და გულღია პიროვნება იყო. მეგობრებს ადვილად იძენდა, სამსახურშიც თითქმის ყველას იცნობდა და მოსწონდა როცა ისინი მას ჰობის ეძახდნენ. ის ცხელი ხაზის ქოლ-ცენტრში მუშაობდა. ხშირად უწევდა ხალხთან ურთიერთობა, რის გამოც თავისი სამუშაო უყვარდა.

ჰოსოკმა მძიმედ ამოოიოხრა, დოკუმენტები გვერდზე გადადო და გაიზმორა. დაბუჟებული კუნთების მოდუნებას ცდილობდა. უკვე 4 საათი იყო მაგიდას ეჯდა, ცოტაც და მალე ფეხებს საერთოდ ვეღარ იგრძნობდა.

- დამპალი მინ იუნგი! ქაღალდებთან სამუშაო ისევ მე გადმომაბარა, არადე ეგ საქმე მისი გასაკეთებელია, - ბრაზნარევი ტონით თქვა ჰოსოკმა.

- რა იყო, დაიღალე? - იკითხა იუნგის დამხმარემ, კიმ ტეჰიონმა. ის ოთახში შემოვიდა და ფაილებში დაიწყო ქექვა. - იცი სტრესის მოხსნაში რა დაგეხმარება? პაემანი, ბრმა პაემანი!

ტეჰიონი ცოტა უცნაური ადამიანი იყო. ყველაზე ყველაფერი იცოდა, ხშირად პატარა ბავშვივით იქცეოდა, ოინების მოწყობა უყვარდა და ახლაც ეგ ჰქონდა განზრახული. მისი გეგმა ასეთი იყო: ჰოსოკს ჯერ ბრმა პაემანზე წასვლაზე დაიყოლიებდა და მერე გოგოს ნაცვლად ბიჭს შეაჩეჩებდა. „წარმომიდგენია მათი სახეები როცა ერთმანეთს დაინახავენ! შოკი, უხერხულობა, თავის მართლება <<გეი არ ვარ>>" - ფიქრობდა ტე.

- მოიცა რა, ტე! არანაირი სტრესი არ მაქვს, თანაც ვიცი მე ეგ შენი ბრმა პაემნები, მქონია მაგის გამოცდილება, სამწუხაროდ! ჩემს იდეალს არ შეესაბამებოდა. - უკმაყოფილოდ უპასუხა ჰოსოკმა.

- ანუ როგორი იყო? -ჩაეძია ტეჰიონი.

- სამწუხარო! როგორი არასიმპათიური გოგოც იყო, ისეთივე იყო თვითონ პაემანიც - მოსაწყენი.

- ჰო, მაგრამ უკეთ რომ გაგეცნო ხომ შეიძლება რომ საინტერესო პიროვნება აღმოჩენილიყო... - თქვა ტემ.

- არა. - გადაჭრით უპასუხა მან.

- იცი, ერთი მეგობარი მყავს, - წამოიწყო ტემ, - ძალიან მარტოსულია, აქ მარტოკა ცხოვრობს, საუკეთესო მეგობარიც კი არ ჰყავს. უკვე მომბეზრდა მისი მოწყენილი სიფათის ყურება, არადა ძალიან საყვარელია როცა იღიმის. - დაამთავრა თავისი სიტყვა და მოწყენილი სახე მიიღო, იცოდა, რომ ჰოსოკს არ მოსწონდა როცა ვინმე იწყენდა. - აბა, გაიხსენე, რამდენი ხანია შეყვარებული არ გყოლია? უკვე მე-2 წელია რაც აქ მუშაობ და კიდევ მარტო ხარ. სტრესის ბრალია, აბა სხვა რა უნდა იყოს?! დაელაპარაკე მაინც, იქნებ მოგეწონოს. შენზე ვზრუნავ, გაითვალისწინე. - ტემ დაასრულა თავისი ლექციის კითხვა.

სიმართლე რომ ითქვას, ჰოსოკს სექსი ბოლოს 4 თვის წინ ჰქონდა. სამუშაო მთელ ძალას და დროს ართმევდა.

- კარგი, დღეს ბარში შევივლი და მოვძებნი ვინმეს. - თქვა მან.

- არავითარ შემთხვევაში! შენ სექსი ერთი ღამით კი არა, ნამდვილი ურთიერთობა გჭირდება. ისეთი ვიღაც გჭირდება, ვინც ტვინს გაგიბურღავს, შენს ნივთებს არევს, საჭმელს მოგიმზადებს, ძილის წინ გაკოცებს.

- ხო, ვოცნებობ მაგაზე, - ტუჩები მოპრუწა ჰობიმ.

- ხოდა მე ყველაფერს მოგიგვარებ!

ჰოსოკმა მას უკმაყოფილოდ გახედა, მაგრამ არაფერი უპასუხა.მთელი დარჩენილი სამუშაო დღე ტეჰიონი მას კუდში დასდევდა და ეწუწუნებოდა. საქმე იქამდემივიდა, რომ ტეს თავში დოკუმენტების ფაილი მოხვდა და ჰოსოკი დათანხმდა მის წინადადებას.

ბრმა პაემანიWhere stories live. Discover now