კვირა დღეს ჰობი დანიშნულ დროს მივიდა კაფეში, იქ მას მიმტანი დახვდა და მაგიდასთან მიაცილა. ჰოსოკს კაფეში არსებული ვითარება ეუცნაურა, სხვა მაგიდებთანაც ისხდნენ მამაკაცები, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ ვიღაცას უცდიდნენ. მისი მეწყვილე ცოტა აგვიანებდა. ტეს თქმით ქერა თმითა და ყვითელი კედებით იცნობდა. ეს ესაა წასვლას აპირებდა, როცა მაგიდას ვიღაც სიმპათიური ბიჭი მიუჯდა. ჰოსოკს ძალიან გაუკვირდა და უთხრა:
- გამარჯობა, თქვენ ალბათ სტაფილოსფერ თმასა და ზოლიან საროჩკას ეძებთ, არა? - საკუთარი თავისკენ ღიმილით გაიშვირა თითი.
- თქვენ კი ალბათ ქერას, რომელსაც ყვითელი კედები აცვია, არა? - სიცილით წარმოთქვა უცნობმა.
ამ დროს მათ მაგიდასთან მიმტანი მივიდა და ფაილები მიუტანა, სადაც კითხვები ეწერა.
- მე პარკ ჯიმინი მქვია, - თქვა უცნობმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა მეწყვილეს.
- მე ჯანგ ჰოსოკი ვარ. - ფართო ღიმილით ჩამოართვა ხელი. - უხერხული სიტუაცია შეიქმნა...
- აქ მოსვლაზე ალბათ თქვენც ტემ დაგიყოლიათ, ხო? - იკითხა ჯიმინმა. ჰობიმ თავი დაუქნია.
- ჰოო... მაშინ ალბათ აჯობებს რომ წავიდე, - უხერხული ღიმილით თქვა ჯიმინმა და ადგომა დააპირა, როდესაც მეწყვილემ იგი შეაჩერა.
- არა, დარჩით. თქვენთან წინადადება მაქვს, - თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა.
ჯიმინმა თავი დაუქნია, დაჯდა და ინტერესით სავსე თვალებით შეხედა.
- შეიძლება შენობით მოგმართო? - ჰკითხა ჰოსოკმა მეწყვილეს, რაზეც მან თავი დაუქნია.
- პირველ რიგში, მე მიყურე და უკან არ გაიხედო. ტეჰიონიც ამ კაფეშია, კარებთან კუთხეში ზის და ჩვენზე ღადაობს. რა ეგონა, მის ოთხკუთხედურ ღიმილს ვერ ვიცნობდი?! მოკლედ, ტეჰიონს ჩვენი გაშაყირება უნდოდა და გამოუვიდა კიდეც. არ გინდა შური ვიძიოთ?