2 თავი

547 34 1
                                    

***
-თავს გაუბრთხილდი! - მამა-შვილი თვითმფრინავის წინ იდგა და ცდილობდა მღელვარება არ შეენიშნა

-მაპატიე! - დაიანამ თავი დახარა და ცრემლები შეიკავა

-ბოდიშს რისთვის მიხდი? ბოდიში მე მაქვს მოსახდელი, რადგან შენი ავადმყოფობის დასამარცხებლად ვერაფერი გავაკეთე

-ბოდიში - ისევ გაიმეორა გოგონამ - ბოდიში, რომ ვერ შევძელი შენს გვერდით დიდხანს დარჩენა, ბოდიში, რომ ცხოვრების ბოლო დღის გატარება დედასთან ვარჩიე, ბოდიში, რომ ამისთვის ამხელა ხარჯის გაწევა დაგჭირდა, ბოდიში ყველაფრისთვის, რის გაფუჭებასაც შევძლებდი სიცოცხლე, რომ მეტხანს შემენარჩუნებინა, ბოდიში ყველაფრისათვის მამა!

-გთხოვ ამას ნუ ამბობ! - ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო და ატირდა - შენ ყოველთვის  კარგი შვილი იყავი- ხელები სახეზე შეახო - და ვამაყობ, რომ ჩემი შვილი ხარ!

-მამა! - ცრემლები დაიანასაც წამოუვიდა და მამას გადაეხვია - მიყვარხარ!

-მეც მიყვარხარ დაიანა! და ყოველთვის მეყვარები, იმის და მიუხედავად ჩემთან იქნები თუ არა!

-გთხოვთ დაბრძანდით აფრენის დროა! - ვერტმფრენიდან პილოტმა გამოძახა

-უნდა წავიდა - დაიანა მამას გაშორდა - მშვიდობით, თავს მიხედე - ხელი კიდევ ერთხელ დაადო და შემობრუნდა

შებრუნდა და მთელი გზა თავს ირწმუნებდა, რომ უკან არ მოეხედა. არ მოეხედა და არ დაენახა მამა, რომელიც შვილს სამუდამოდ უშვებდა არა მარტო ქალაქიდან, არა მარტო ქვეყნიდან ამ სამყაროდანაც. უშვებდა იქ სადაც რა ხდება არავინ იცის, არავინ დაჯდომილა და მოუყოლია რა იყო იქ, რადგან იქიდან არასოდეს არავინ დაბრუნებულა. არავინ არ იცის რა მოელის იქ , ახლა კი მამის გული იწვოდა და ყველაფერს დათმობდა შვილთან გატარებული კიდევ ერთი დღისთვის, მაგრამ იცოდა რომ ეს ბოლო იყო, იცოდა რომ შვილს ბოლოჯერ შეხედა თვალებში, ბოლოჯერ გაიგო შვილისგან სიტყვა 'მიყვარხარ' და ბოლოჯერ ნახა ის.

უკანასკნელი დღეები Where stories live. Discover now