3 თავი

421 29 0
                                    

ანამ დაიანა თავის მანქანასთან მიიყვანა და გვერდით დაისვა, შენდეგ კი თითონაც დაჯდა.

-აქაურობა მოგწონს?!- ჰკითხა დაქოქვისთანავე

-ვფიქრობ ჩემი პატარა ქალაქი სჯობს,  მაგრამ ამასაც არაუშავს - ჩაიღინა და ფანჯრიდან ქუჩას გახედა.

-რაღაც შემთხვევაში შეიძლება მართალიც იყო, იქ საჭესთან ლაპარაკის დროს ვერავინ შეგამჩნევს აქ კი უნდა გაჩუმდე - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩზე ხელი მიიდო, თითქოს ამით ამბობდა ახლა გავჩუმდეთო.

დაიანამაც გაიღიმა და საპასუხოდ არაფერი უთქვამს უბრალოდ გზას გახედა და უფრო დაკვირვბით დაუწყო ყურება. ის ნიუ იორკის ქუჩებს პირველად ავლებდა თვალს , აქ იმდენი ხალხი ირეოდა, რომ ძალიან მარტივად შეგეძლო დაკარგვა, ხალხი აქეთ იქით ისე სწრაფად დადიოდა, თითქოს ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ბავშვებს ისე დაათრევდნენ თითქოს მათი ტვირთი ყოფილიყოს, თითქოს ხალხის გარემოცვაში ერთმანეთის მიმართ გაცივება მოუწიათ. შეიძლება ეჩვენებოდა კიდეც და ეს ასე სულაც არ იყო. ძაღლებს უფრო ხშირად დაინახავდი ამ ქუჩებში ვიდრე ბავშვს.

მანქანა მაღალ შენობასთან გააჩერა და დაიანას ანიშნა ჩამოდიო.

მანაც პირველი ნაბიჯი დადგა თუ არა იგრძნო ძალიან დიდი განსხვავება ადრე საცხოვრებელი ადგილისგან. აქ ყველაფერი სხვაგვარად იყო,მაღალი შენობები თითქოს ცას სწვდებოდა და ეს შიშს გვრიდა, ყოველთის, როდესაც ცისკენ იყურებოდა დაავადება ახსენდებოდა , რომელიც ბოლოს იქ მიიყვანდა ახლა კი ხედავდა ადამიანის ხელით შექმნილ ნივთს, რომელიც  ცამდე ასე მარტივად მიდიოდა. უბრალო ნივთისთვის თუ ეს ასეთი მარტივი იყო იქნებ მისთვისაც არ ყოფილიყოს რთული.

-შემოდი- დაუძახა დედამისმა შესასვლელი კარიდან და ისიც მასთან მივიდა.

დედა სულ უღუმოდა და ავიწყდებოდა კიდეც  თავისი ყველაზე დიდი გასაჭირი. ავიწყდებოდა აქ რისი დამსახურებით იყო და ის რომ ეს დიდხანს ვერ გასტანდა. სამაგიეროდ ბედნიერი იყო, შეიძლება მცირე ხნით, მაგრამ დედის გვერდით ბედნიერი იყო.

უკანასკნელი დღეები Where stories live. Discover now