• გადაღლილი

1.1K 51 25
                                    

(როგორც იქნა) ...როგორც იქნა ჩავფრინდი ბერლინში,(ღმერთო როგორ დავიღალე და კიდე ერთი დამღლელი ფრენა მელის ნახევარ საათში...კიდევ კარგი ბარგი არ მაქ და არ მომიწევს მის ლოდინში კიდევ უფრო დაღლა) ...გამოვდივარ აეროპორტის მთავარ დარბაზში და პირი ღია მრჩება ...უამრავი თინეიჯერი ირევა ...იმდენი არიან ტევა აღარ არის ...ყველას პლაკატები უჭირავს და ტელეფონები აქვთ მომარჯვებული...( აჰაააამ ...ესღა მაკლდა ...რაღა მაინცდამაინც კორეის რეისის გასასვლელთანააა ამდენი ხალხი ...რავქნა ახლა გადავახტეე?! ...არადა მაგვიანდება ...რა უბედურებააა რაარი !) ...გაჭირვებით ვიკვლევ გზას აბობოქრებულ ბრბოში (თან ყველას მიყოლებით ვლანძღავ გულში )
უკვე ნახევარი გავლილი მაქ...(არივიცი რამდენმა გადამიარა და მხარი დამილურჯა მაგრამ არ მაინტერესებს მთავარია თვითმფრინავში ავიდე და ჩემი ადგილი დავიკავო) ...ამის ფიქრში ვიყავი რომ ფირებიდან დედამიწის შემაზანზარებელმა კივილის,ყვირილის,ტირილის და რაღაც არამიწიური ხმების ნაზავმა გამომარკვია...ეს კიდე ყვავილები იყო იმასთან შედარებით რაც შემდეგ მოხდა: ...წამლეკეს,გადამიტანეს,ლამის იატაკზე ხალიჩასავით გამაკრეს ერთმანეთს ისე აწყდებოდნენ. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო რო ყველა იქით მიქროდა საითაც მე ვცდილობდი გზის გაკვლევას ...რამდენიმე წუთი არ მახსოვს,მეგონა რო მართლა მოვკვდებოდი ამ არეულობაში ...(დაცვა სად არის?! რაიყო ძინავს ?! სად ჯანდაბაშია დაცვა?!)...თვალები გავახილე და დავინახე რო დაცვას გადაეღობა სარეგისტრაციო და თვითმფრინავში მოსახვედრი გზაც ...ღმერთს მადლობას ვუხდიდი ...არ ვიცი როგორ მაგრამ ბოლოს როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და მაშინ როცა ნერვები დაწყვეტაზე მქონდა დაცვა მაჩერებს :
-წარმომიდგინეთ თქვენი ბილეთი...მისი არქონის შემთხვევაში შესვლა აკრძალულია.

(ვაიმე დავახრჩობ...მარა რას ვერჩი სამსახური სამსახურია)...მთელ მოთმინება მოვიკრიბე რაც შეიძლება თავაზიანი ვყოფილიყავი და ჩემი ბილეთი გავუწოდე
-აი ინებეთ _ვუთხარი მთელი დარჩენილი თავაზიანობით.

imaginationTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon