სოკჯინიჯინი შენს ყველა სურვილს ასრულებდა, მაგრამ როცა უთხარი კიდევ ერთი ბოთლი სოჯუ მოიტანეო, ყველანაირად გაგიწია წინააღმდეგობა.
"არა, მეტს ვეღარ დალევ!"
"მაშინ ჩამეხიტე."
პატარა ბავშვივით გაშალე ხელები, თვალები დახუჭე და ტუჩები წინ გამოსწიე.
"'ჩახიტება' რაა ვერ მეტყვი?"
სიცილით კვდება შენს შეცდომაზე, შენ კი იცინი და თავად მიიწევ მასთან ჩასახუტებლად.
"მთავარია მიმიხვდი რაც ვთქვი."
ძალიან თბილად გიკრავს გულში.
დილით მკაცრად გელაპარაკება და გაფრთხილებს, რომ სხვა დროს წვეთსაც ვეღარ დალევ, მითუმეტეს სხვა ბიჭების თანდასწრებით, რადგან ზედმეტად 'თბილი და მოსიყვარულე' სიმთვრალე გაქვს.
"ნუ მეწინააღმდეგები. აღარ დალევ."
"გეფიცები, სხვებს არ ვეხუტები ხოლმე..."
შენ ამაოდ ცდილობ დაარწმუნო, რომ სრულ ჭკუაზე იყავი წინა დღით და მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, არ ჩაეხუტებოდი. ამის მიუხედავად ჯინს არ სჯერა და პირობას გართმევს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება.
იუნგი
ერთად სვამდით, როცა ალკოჰოლმა გძლია და უაზროდ დაიწყე სიცილი.
"სულ ესაა რაც შეგიძლია?"
იუნგის დამცინავ ტონზე სიცილი შეწყვიტე და ჭიქა ისევ გაავსე.
"ვინ გითხრა? სულ ოდნავ შევხურდი. ჯერ არ დამიწყია."
ეცინება, რადგან ხედავს რამდენად მთვრალი ხარ უკვე და აინტერესებს კიდევ რამდენს 'გაქაჩავ'.
"'გათიშვამდე' აპირებ დალევას?"
"მე? მე რა 'გამთიშავს'? იქით 'გაგთიშავთ' შენც და იმ დანარჩენ ექვს ყაჩაღსაც."
საბოლოოდ ორი ჭიქის მერე 'ითიშები' და იუნგის ხელში აყვანილი მიჰყავხარ საწოლამდე. დილით საოცრად გტკივა თავი და ცდილობ თავი შეაცოდო შეყვარებულს, მაგრამ არ გამოგდის.
VOCÊ ESTÁ LENDO
BTS - Imagines & Reactions
Fanficეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი ჩემი დაწერილი რეაქციისა და იმეჯინისათვის, რათა არცერთი მათგანი არ დაკარგულიყო. ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება თვალი ადევნოთ სიახლეებს და გ...