•აფერისტი ნაროდი

316 32 7
                                    

    (რამექნა?...ეს სამსახური ჰაერივით მჭირდებოდა და თან ეს ის იყო რაც გამომდიოდა...თან ტყუილა ხო არ ვიფრინე..ნუ რავქნათ იმ ორის ატანა მომიწევს და დანარჩენებთან პრობლემა არ მაქ ...მარა ეს ფასკუნჯის მესამე ფრთა რო არ არსებობდეს კაი იქნებოდა...)
მთელი მოთმინება მოვიკრიბე და ნერვები მოვთოკე ...გავიღიმე და...

-მოგესალმებით...მე მქვია შინ რაე სოო ,იმედია დავმეგობრდებით (დავმეგობრდებით არა ვირის კურტუმო) და ჩვენი თანამშრომლობა დადებითად წარიმართება ,მთელ ენერგიას ჩავდებ საქმეში  რომ თქვენ ყოველთვის ისე გამოიყურებოდეთ როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს (ბექიონ შენ თუ თავზე თევზი არ დაგადო აი ნახე) ...მართალია მე არ ვიცნობ თქვენს ლუქ სთორის მაგრამ რაც შეილება მალე გავეცნობი თქვენ კონცეფციას...

აშკარად იმოქმედა ჩემმა სიტყვებმა ჯგუფზე...(აბა რა იქნებოდა...)სად  თვითმფრინავში კოლა გადასხმული და აყვირებული მე და სად ახლა (ნუ ახლაც დაღლილი სახე და გაწეწილი თმა მქონდა მარა...) ...ახლა სუფთა მაინც ვიყავი !..

შემდეგ ერთ-ერთი მათგანი წინ გამოდგა .

-მე ექსოს ლიდერი სუჰო ვარ ...კეთილი იყოს შენი ჩვენს დიდ ოჯახში მობრძანება ...იმედი მაქვს ახალ გარემოს და ჩვენც ადვილად შეგვეჩვევი და ალღოს მალევე დაუჭერ . -გამიღიმა (უიმე ძლივს ერთი ნორმალური გამოჩნდა...ძლივს )

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავუღიმე .

დანარჩენ ბიჭებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ რამე დაემატებინათ (მადლობა ღმერთს ...აღარაფრის თავი არ მქონდა ).

-მაშ ასე ,დაახლოებას და ერთმანეთის გაცნობას შემდეგ მოასწრებთ ...სამუშაოს შაბათ კვირის შემდეგ შეუდგებით ...ახლა კი მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა მოსაგვარებელი...-მითხრა დირექტორმა და ექსოს ლიდერს ანიშნა მოსულიყო მაგიდასთან ...

ორივე მხარემ მოაწერა ხელი კონტრაქტს (1 წლიანი იყო)

-ესეც ასე,თავისუფლები ხართ ...შინ რაე სოო ლეე ჰა რი თქვენს ახალ საცხოვრებლამდე მიგიყვანთ .

imaginationHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin