" - მე რომ მოვკვდები არ იტირო რაა.. ლამაზი თვალები გაქვს და დაგისივდება.
- დებილობებს ნუ ლაპარაკობ ! "მოგონებები ხანდახან ისეთი მძაფრია ხმაც კი მესმის,შეხებასაც ვგრძნობ და ისევ იმ ადგილას მგონია ხოლმე თავი.. ვერ ვხვდები რატომ ხდება ესე ? რომ უბრალოდ თენდება და უცებ ყველაფერი ძალიან სხვანაირია,უცნაური და მიუღეებელია.
ყველაზე მძაფრი და აუტანელი მონატრება მაშინაა როცა საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია უმოქმედო ხარ..ერთი რაღაც მთხოვე და ეგეც ვერ აგისრულე.
*****
სიბნელე...
სიჩუმე..და საშინელი ტკივილი თავში.
სიმწრისგან სეჰუნმა საკუთარ თავს აიძულა თვალები გაეხილა და დაინახა..
რომ, რატომღაც ჩანიოლისა და ბექიონის ოთახში იმყოფებოდა და მათ საწოლზე იწვა..
რა ხდება?...
დაბნეულობა იკითხემა მის გაფართოებულ თვალებში...
სიჩუმეა...
სიბნელეც...
ოთახში მხოლოდ ერთი მკრთალი სხივია...
მაგრამ არა ფანჯრიდან შემოსული...
ეს სხვაა..
მაგრამ არავინ იცის რა...სეჰუნი საწოლიდან ნელა წამოდგა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, სადაც მუდამ ჟრიამულია.
მაგრამ...
ისევ სიჩუმე..
ისევ სიბნელე...
და გაუჩერებლად მოძრავი საათის წიკწიკი....-ჯუნმიონაა...
დუმილი..
-იშინა... ლულუ...
ისევ...
საათის ისრები კი მაინც განუწყვეტლივ მოძრაობენ...
-ბიჭებო... მაშინებთ...
სიჩუმე,
სიბნელე,
მარტოობა!სამი ყველაზე სულისშემხუთველი ფობია....
მისი გონება მრავალმა საშინელმა ფიქრმა არია,და ნელნელა ნერნიულობამ და შიშმა მოიცვა ამ წამს უსუსური სხეული.
ფიქრობდა, და ცდილობდა როგორმე ეს სიტუაცია აეხსნა , მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კი თავის დამშვიდებას მხოლოდ ერთი რამით ცდილობდა... ისინი სავახშმოდ წავიდნენ. ამიტომ გადაწყვიტა თვითონაც ამ ჩახუთულობას გარიდებოდა და წასულიყო.
მაკნემ ღრმად ჩაისუნთქა, კარებისკენ გაემრთა და სახელური ჩამოსწია...