სიცილით ვკვდებიდით...მე ბართან ვიდექი და აქედან ვაკვირდებოდი ჯე სუპს თავისი ბიასის გვერდით და შიუმინს...რომელიც თავშეკავებულად იცინოდა(ეეეეე რა თავშეკავებულია რაიყო...არ მიყვარს ასეთები ...:/)
მეც მივედი და ჯე სუპს მივუჯექი ...იმათმაც დაილაგეს სახეები და როგორც იქნა მორჩნენ სიცილს.
-თუ გაპატიო-მითხრა ბექიონმა.
-ეეეე მაიცა რა...შენ რომ სახე დამიჩხაპნე? მეც სამაგიერო გადაგიხადე და ახლა შენი ჯერია-ვუთხარი და გავიღიმე
-მე რაღა დაგიშავე?-მკითხა შიუმინმა
-შენ ჩემი უმწვანილო და უსოკოო პიცა შეჭამე😛😝
-მოიცა...როდის?რა შეჭამა?-ბექიონმა გაოცებულმა გახედა შიუმინს
გამიკვირდა მეთქი ასეთი რა ვთქვი
-როდის და გუშინ ...ჩემი უსოკოო და უმწვანილო პიცა-გავიმეორე მონოტორულად.-შიუმინ შენ ხომ პიცა სოკოთი გიყვარს ...სხვას არ ჭამ არაფრის დიდებით-თქვა ბექიონმა...
(რაო რა თქვა?..ალბათ შეეშალა...აბა როგორ...ამან არ მითხრა ჩემი საყვარელი პიცაააო?...ეეეე)..შიუმინს გახედე ...ბექიონს ავის მომასწავლებლად უყურებდა...-რა თქვი?-ვკითხე და ცალი წარბი ავწიე-როგორც მე მისგანვე ვიცი უსოკოო და უმწვანილო უყვარს.
-შიუმინ შენ რა ღადაობ?..როდის აქეთ?-ბექიონი შიუმინთან მიჩოჩდა და მხარზე დაქაჩა
-გუშინდლიდან-თქვა და ბექიონს დაეჭყანა...(ვა შესძლებია)
-კაააი ...დავიმახსოვრებ-თქვა ბექიმ და უკანვე გადახტა...ცოტა დიდი ნახტომი გამოუვიდა და ჯე სუპთან საკმაოდ ახლოს დაჩნდა...შეხედა და გაუღიმა
-როგორ გაიცანით ერთმანეთი?-კითხა ჯე სუპს და ჩემზე მიანიშნა თავით
ჯე სუპს თვალები გაუფართოვდა...ვერც კი წარმომედგინა რა ტორნადო დატრიალდა ამ დროს მასში
-სამხატვროში...პირველი იყო ვინც გავიცანი...მერე გავიდა სამხატვროდან და 3 წელიწადში უკან შემოვიდა და 1 წელში კლასელებიც გავხდით ...ჩემ კლასში გადმოვიდა -უპასუხა ჯემ 1 ამოსუნთქვით
BẠN ĐANG ĐỌC
imagination
Fanfictionფიკი მოგვითხრობს უცნაურ სევდიან და ჩოულებრივ საყვარელ სიყვარულის ისტორიაზე და 2 წყვილზე...მოვლენები ხასიათდება მოულოდნელი განვითარებით ...ფიკში აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები უხვადაა და მოვლენები არ ვითარდება ერთ ტონალობაში p. s. my personal cri...