ჩემი სახელია ადელაიდა და რამდენი წამის წინ მე მატკინეს! მიწასთან მიმასწორეს უმოწყალოდ! არ დამინანეს და არ დავენანე! თანაც ეს მან გამიკეთა! მან ვინც მიყვარს! მიყვარს, რომელია? რომელიც მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. როგორია იყო მიტოვებული? როგორია იყო მარტოდ მარტო ოთახში და არაფერი გესმოდეს, გარდა საკუთარი დამძიმებული სუნთქვისა?! როგორია გიკანკალებდეს მთელი სხეული და არა სიცივისგან, არამედ იმის გამო რომ გატკინეს. როგორია გინდოდეს ტირილი, მაგრამ არ შეგეძლოს. როგორია იყო ის როგორიც ახლა მე ვარ?! ოო, ღმერთო! საშინელი!
ნელ-ნელა,რამდენიმე წუთის შემდეგ, ვგრძნობ კიდეც როგორ მისველებს ლოყებს ჩემივე ცხელი ცრემლები. ვგრძნობ, როგორ ვიწყებ ტირილს და ამ ყველაფერს გარეთ ვუშვებ. ვგრძნობ, როგორ მიბნელდება თვალში და როგორ ვეჭიდები იქვე მდგარ სკამს, იმის იმედით რომ არ წავიქცე.
მძულს ის! და მძაგს ის, რომ ის მე შემიყვარდა! მძულს ის ფაქტი, რომ ვიღაც ასე ახლოს მოვუშვი. მძულს ის ფაქტი, რომ ვიღაცას საკუთარი სული გავუშიშვლე. ვერ ვიტან იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ პიროვნებამ გამასწორა მიწასთან.
ვერ ვინძრევი! უბრალოდ ვტირი! ვტირი შეუჩერებლად და ვერ ვჩერდები. სუნთქვა მიჭირს და გულმკერდი მტკივა.
ვნანობ, რომ შევხვდი? რომ შემიყვარდა?! არა! რა თქმა უნდა, არა! მაგრამ მძულს ეს ფაქტი. მძულს, ისიც რომ მაინც მინდა ახლა შემოვიდეს და გულში ჩამიკრას. მძულს ის ფაქტი, რომ მისი სურნელი ასე ძლიერ მწყურია.
-ჰეი, ჰეი! რა მოგივიდა დეი!- წამოიყვირა ოთახში იმ წამს შემოსულმა ჯონგინმა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა.
-დეი! დეი!- ჩაიკუზა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავი ამაწევინა.
-რატომ ტირი?
-ჩანიოლი... ის...
-რა გააკეთა?
-მატკინა...- აღმომხდა.
-კაი, ჩუ! დაწყნარდი!- ახლოს მოიწია და ჩამეხუტა. შეუჩერებლად მისმევდა თმებზე ხელს და ცდილობდა დავემშვიდებინე.
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Hayran Kurgu-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...