“ზომა თუ ასაკი”
ავტორი: Elis_Nwos
რეიტინგი: NC-21
პეირინგი: მ/მ
ჟანრები: იაოი, ყოველდღიური, POV
გაფრთხილებები: უცენზურო ლექსიკა, სექსი უცხო საგნების გამოყენებით, კინკი, BDSM
ზომა: მინი
აღწერა:
ერთი შეხვედრის ისტორია, მადისამღძვრელი და გიჟური სექსით.
ავტორის კომენტარი:
ვიცი რომ ჩემ გარყვნილ ჯგუფელებს მოეწონებათ )))))))
იქნება ცალკე ბონუსი, ღამის გაგრძელება, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება BDSM. ანუ ეს ფიკი სულ ორი თავი იქნება.
თავი პირველი
ერთ თვიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჩემმა მეგობარმა დამითანხმა და დღეს, ამ მშვენიერ საღამოს კლუბში მივდივარ. მე და კლუბი - სასაცილოც კია. მაგრამ რას ვიზამთ, დავპირდი და მიწევს ახლა საკუთარი სიტყვებზე პასუხისგება. ჩემი მეგობარი შონი უკვე ორი დღეა სავაჭრო ცენტრებში დამათრევს, როგორც ის ამბობს ნორმალური ტანსაცმელი რომ შემოაჩვიოს ჩემს გარდერობს. შონის აზრით, ნორმალური ეს არის ტანზე მომდგარი, არა, ტანზე მეორე კანივით შემოტკეცილი შარვლები, ისევ და ისევ, თითქოს და პატარა ზომის მაისურები აუცილებლად რაიმე შოკისმომგვრელი პრინტით, წელში გამოყვანილი პერანგები. ამის გარდა სალონის პროცედურებიც დაამატეთ. ნამდვილი საგიჟეთი. ჯერ სტილისტთან მიმიყვანა, რომელმაც ჩემი თმების დანახვაზე საწყალობელად ამოიოხრა. საბოლოო ჯამში ახლა თმები მხრებამდე მქონდა, საფეთქელი კი აპარსული და მოდური თმის ტატუთი დამშვენებული. ვაღიარებ, რომ სახის გაწმენდის პროცედურას მე დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო ჩანდა. ამ სიამოვნებაში დაკარგულს, ჩემი მეგობარი თავს დამესხა.
როგორ? ყველაზე სასტიკი მოქმედებით.
სახეზე ნიღაბი მესვა, სხვათაშორის მენთოლის სუნით, როდესაც ორი კოსმეტოლოგი მოვიდა ჩემთან და გაშიშვლებულ ფეხებზე და ბოქვენზე ცხელი კრემი წამისვეს. მისი სიმხურვალე იმდენად მომეწონა, რომ არც არაფერი არ მითქვამს ისე გავაგრძელე ნებივრობა. როგორც პრაქტიკამ დამიმტკიცა, სულ ტყუილად. რადგან ეს მხურვალე სუბსტანცია ეპილაციის ცვილი აღმოჩნდა. ასეთი საშინელება მაშინაც კი არ განმიცდია ბავშვობაში ხელი, რომ მოვიტეხე. მთელი კანი გამიწითლდა და შემიშუპდა, ყველაფერი ისე მეწვოდა გეგონება დაფუფქული წყალი გადამასხეს და ზედ მარილი დამაყარესო. და ამას ქალები ყოველი თვე იკეთებენ და იტანენ თუ უფრო მეტი არა. შონი ჩემს ტანჯვას დამცინავი სახით უყურებდა და ჩემს ყოველ შეცვლილ მიმიკაზე ფხუკუნებდა. პროცედურა როგორც კი მორჩა ამ მოღალატეს ისეთი თვალებით შევხედე, მიხვდა რომ ბევრი დააშავა თავისი ამ უკითხავი საქციელით. საბოლოო ჯამში სალონიდან გაპიწკინებული, გალამაზებული და ჩვილი ბავშვივით უთმო სხეულით გამოვედი. მთელი დღე საშინელი დისკომფორტი მქონდა, გაღიზიანებული კანი ტანისსამოსს ეხებოდა და ყოველი ხახუნი ნერვების მომშლელ მწველ ტკივილში გადადიოდა. თავს ძლივს ვიკავებდი, ისე მინდოდა ფეხების გადაშლა და მიწოლა, ისე მეწვოდა შორისი. შონი მიხვდა რომ აღარსად წასვლის თავი არ მქონდა, შემიწყალა და სახლში გამიშვა.