chapter 1

338 24 11
                                    

სარკეში ვიყურები...
გრძელი,თითქმის წელამდე ჩამოშლილი ყავისფერი თმა,თეთრი კანი,
აკანკალებული,წითელი ტუჩები და და სხვადასხვა გრძნობებითა და ემოციებით სავსე შავი თვალები..რა თქმა უნდა მგავს...უფრო სწორედ მგავდა,სანამ სახეზე,საშიში და ავის მომასწავლებელი ღიმილი არ გამოესახა...ეტყობა სიამოვნებს თუ როგორ ავსებს და აძლიერებს მის ჩემსავით პატარა სხეულს,ჩემგან გამომავალი შიში...მზერა ჩემს სახეს ნელ-ნელა მოაშორა და მისი საშიში თვალები ხელებზე გადაიტანა...უცებ ხელი ამეწვა...უკვე მერამდენედ უნდა გააკეთოს ეს?..ძალიან ხშირად აკეთებს , მაგრამ ყოველ ჯერზე ერთნაირად მტკივა. "ამაში" ტკივილის მოყენებას ვგულისხმობ...მის მზერას, ჩემს ხელზე წვრილი, წითელი ზოლები მოჰყვა..ალბათ საკმარისად გაერთო ,რადგან მისი გამოსახულება სარკიდან უკვე გაქრა..მაგრამ,მომხდარი უკვე გადამავიწყდა როდესაც თვალებზე ცხელი სითხე ვიგრძენი..ცრემლები?არა...ეს არ იყო ცრემლები,ცრემლები ხომ წითელი ფერის არ არის?თანაც ამ "ცრემლებს" თან ახლდა მწვავე ტკივილი,მისი დინების ხაზის მიხედვით,ისეთი შეგრძნება მაქ ვიღაცამ წითელი ფერის მჟავა დამაწვეთა ლოყებზე, რადგან ამ სისხლის მაგვარი სითხის მოწმენდის თანავე დავინახე  ამომწვარი კვალი..ცოტა ხნის შემდეგ ამ კვალმა გაქრობა დაიწყო...ხოლო ჩემმა გონებამ ჩაბნელება..ასე შევხვდი ცივ იატაკს,ტანის მარჯვენა ნაწილით...

რა ხდება? თვალები ისევ მეწვის..ააა უიი მზე ყოფილა,ეს იმას ნიშნავს, რომ გათენდა.... ჯანდაბა! დღეს ახალ სკოლაში პირველი დღეა, თუ დავაგვიანებ იმაზე მეტ ყურადღებას მივიღებ ვიდრე ახალმა მოსწავლემ უნდა მიიღოს...ამ ფიქრებით ცივი იატაკიდან ავდექი,აბაზანაში შევედი და სარკეში ჩავიხედე.
გუშინდელი "ცრემლებისგან" დამწვარი,მტკივნეული კვალის მაგივრად მხოლოდ შემშრალი,წითელი სითხეღა დარჩა,რომელიც მთელ სახეზე გამეთხაპნა
- ოჰო, ეს რაღაც ახალია...ვთქვი უემოციოდ და "წყლის პროცედურების" შესრულებას შევუდექი. დასრულებისთანავე აბაზანიდან, ისევ ჩემს ოთახში გამოვედი და გარდერობიდან სკოლის ფორმა გამოვიღე. როდესაც ნაცრისფერი "პიჯაკი" და ოდნავ მოკლე შავი ქვედაბოლო ამოვიცვი, ლურჯი, უსარგებლო წიგნებით გატენილი ჩანთა, მხრებზე მოვიკიდე, ოთახიდან გავედი, გრძელი კიბეები ჩავირბინე და გარეთ გავედი. კარგი ამინდი იყო, მაგრამ ბუნების მაგივრად მაინც ქვემოთ,ნაცრისფერ გზას შევყურებდი, ვერ ვხედავდი სად მივდიოდი. უცებ, რაღაცა მაგარს, თითქოს ადამიანის მხარს შუბლით შევეჯახე და დავეცი...
---------------------------------
თეთრ, ოდნავ არეულ ოთახში მაღვიძარის, ნერვების-მომშლელი ხმა გაისმა და დიდ საწოლში მწოლი ბიჭი გამოაღვიძა. ბიჭი უცებ წამოდგა და გრძელი თითები მონაცრისფრო, ქერა თმაში გაითამაშა...

red tears/m.y.gWhere stories live. Discover now