მალევე გამოიწია და შერცხვენილმა თავი დახარა. არ იცოდა რა ეთქვა და წამოდგა
-რას აკეთებ?! - გაურკვევლად კითხა ქლეიმ.
-მაგ კითხვას ჩემს თავს მეც ვუსვამ, რა ჯანდაბას ვაკეთებ ბოლო დღეებია?! ეს არ უნდა მომხდარიყო ქლეი! მაპატიე გთხოვ, მაპატიე ეს არ უნდა მომხდარიყო - ორი სიტყვა თქვა და მაგიდა დატოვა.
ქლეი უკან გაყვა
-მოიცა სად მირბიხარ? ან რაზე ლაპარაკობ? რატომ ფიქრობ რომ უნდა დავივიწყო? - დაიანა გასწრებას ვერ ახერხებდა, რადგან ქლეი სწრაფად დადიოდა.
-მაპატიე გთხოვ მაპატიე! - კიდევ ერთხელ თქვა და მის თვალებს ცრემლები წასკდა.
-რა უნდა გაპატიო?! - ხელით დაიჭირა - შეგიძლია ამიხსნა?! - ხმაში სიმკაცრე შეჰპარვოდა - თავს მაყვარებ და შემდეგ ასე გარბიხარ?! რატომ?! ან რა სისულელეს ლაპარაკობ? რატომ გგონია რომ ის უნდა გაპატიო რაც ძალიან მომწონს?!
დაიანას ბიჭის სიტყვებზე კიდევ უფრო აუჩუყდა გული. მან არ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა, ქლეი იმასაც ვერ ხვდებოდა, რომ ის რაც ახლა ხდებოდა არ მოსწონდა.
- გთხოვ არ გამიბრაზდე ვიცი ეს არ უნდა გამეკეთებინა და საერთოდ შენთან კავშორი არ უნდა დამემყარებინა, თავიდანვე უნდა მეთქვა იცი ქლეი მე ავად ვარ და შეიძლება სიცოცხლის ბოლო წუთები ახლა მაქვს! - ოდნავ ხმამაღლა თქვა ფა ბიწს თვალებშიჩახედა - მაპატიე ვერ შევძელი
მისი სიტყვების გაგონებაზე ქლეის სახის გამომეტყველება შეეცვალა, მისი მიმიკა გაურკვევლობისკენ უფრო იყო გადახრილი, ვიდრე წყენის ან გაბრაზებისკენ
-რას სულელობ - გაურკვევლობისგან აღმოხდა
- ქლეი მაპატიე ეს არ უნდა გამეკეთებინ, მაპატიე რომ საერთოდ გაგაცანი ჩემი თავი - თვალებში აცრემლიანებული თვალებით უყურებდა.
თანდათან დაიანამ შეანჩნია, რომ მარტო თითონარ ტიროდა, თვალები , რომლებსაც ასე გამალებით მიშტერებოდა აწყლიანებულიყო
YOU ARE READING
უკანასკნელი დღეები
Romance(დასრულებულია) ყოველი დღის გასვლის შემდეგ იმ დღის უკან დაბრუნებას ნატრობდა... ყოველი საათის გასვლის შემდეგ იმ საათის დაბრუნებას... წუთების დაბრუნებასაც ნატრობდა...