მეორე ნახევარი (15)

665 49 54
                                    

ნელი, მაგრამ ძალიან თამამი ნაბიჯებით მივაბიჯებ ჩუმ, უხმაურო და ცარიელ ქუჩაში. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფეხსაცმელების გაუთავებელი კაკუნი თუ ისმის. ცივა. მჭიდროდ მაქვს შემოხვეული სხეულზე შავი მანტო და ვცდილობ ასე გავთბე. ქარი, ცივი ჰაერი თამამად მიყრის ზურგს უკან შავ, გრძელ, სწორ თმებს. ვგრძნობ როგორ მაქვს აწითლებული ცხვირი, როგორ მაქვს გაციებული ლოყები და როგორ ატანს ეს უმოწყალო სიცივე ძვლებში. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს ჩემს სხეულში და საშუალებას მაძლევს ბოლომდე შევიგრძნო მკაცრი ზამთრის „ძალა".

ვერც კი გეტყვით დაზუსტებით რომელი საათია. უბრალოდ, ვარაუდით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ გვიანია. უადამიანობა მეტყველებს ამაზე. დრო გამოშვებით თუ გავიგებ, როგორ შემოუხვებს ქუშის დასაწყისში მანქანა, მალევე ცივად გვერდს ამივლის და გაუჩინარდება. ბანერები, რომელიც მაღაზიების წინ არის დამაგრებული ჩამქვრალია. აქა-იქ კატის კნავილსაც გაიგებთ. შეიძლება დაინახოთ კიდეც. ფოთლებ გაცვენილი ხეები თეთრი სამოსით არის შემოსილი.

ღრმად ჩავისუნთქე ზამთრის სურნელი. რაღაცნაირად თავბრუს დამხვევი. რაღაცნაირად ბეწვის ამშლელი. რაღაცნაირად ჯადოსნური და ენით აღუწერელი.

-იცი, ხანდახან შენი სიტყვები პირდაპირ 10-ში არტყამს!- ვკრთები, როგორც კი მისი კონტრასტული ხმა მესმის. არ ვიცი ეს სიცივის ბრალია, სიტუაციის, მარტოობის თუ უბრალოდ იმის რომ ის ის არის, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მეკუმშება თითოეული კუნთი და რაღაც ამოუცნობი და რაღაც ამოუხსნელი მაიძულებს მისგან შეუმჩნევლად გავიღიმო.

უპასუხოდ ვტოვებ მის სიტყვებს და კვლავ წინ მივიწევ.

-იცი, ძალიან მაგარი გოგო ხარ!

ისევ დუმილი.

-იცი, მგონი შენზე მეტად თავდაჯერებული არათუ გოგონა, არამედ ადამიანიც კი არ დაიარება დედამიწაზე!

27.XI (დასრულებულია)Where stories live. Discover now