-ძალიან საყვარელი ხარ! ^_^
(ბოდიშით ამ ფრაზის შეცვლა მომიწია კარგი გაგრძელება რომ ქონოდა ფიკს)მომესმა თუ ეს მართლა თქვა? ჯანდაბა ჯანდაბა რა გავაკეთო მან მითხრა რომ საყვარელი ვარ. ახლა როგორ მოვიქცე? ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. ბიწს ეს არასდროს უთქვამს ჩემთვის. რა საშინელებაა რა რამეში გამოუცდელი რომ ხარ, როგორი გამომეტყველება მივიღო. თან იღიმის,მისი ღიმილი საუკეთესო რამაა ამ სამყაროში. კარგი რაც მოხდება მოხდება.
მგონი შემატყო ჩემი აღელვება და თვითონვე გამომიყვანა თავისივე შექმნილი უხერხული სიტუაციიდან
- ისა უკავრავად მაგრამ მგონი ეს ტამპუნიც უკვე გამოსაცვლელია!- აახლაავეე-ნერვიული ხმით ვთქვი და სასწრაფოდ ახალი ტამპუნის გაკეთება დავიწყე. ძველი ახლით შევუცვალე და შევატყვე რომ სისხლი ჯერ ჯერობით არ უჩერდებოდა. თან ვნერვიულობდი კიდევაც, 15 წუთში შესვენება მთავრდებოდა და მალე ყველანი მოვიდოდნენ, შემდეგ დამიწყებდნენ გამოკითხვას თუ ვინ იყო სრულიად უცხო ადამიანი რომელიც მათ ოფისში იყო და ვუვლიდი. ეს კი ზედმეტად შემაწუხებელია. ზედმეტი პრობლემები კი გულზე არ მეხატება, არა მგონია პრობლემები საერთოდ ვინმეს უყვარდეს
- შეწუხებული ჩანხართ. თუ მე გიქმნით პრობლემებს შემიძლია წავიდე. მე თვითონაც შევძლებ სისხლის გაჩერებას-უცნობი
- არა არა რას ბრძანებთ. კარები მე მოგარტყით დამნაშავე მე ვარ, ამიტომ პასუხი უნდა ვაგო და მოგიაროთ სანამ სისხლი გაგიჩერდებათ. ამიტომ სანამ სისხლი გაგიჩერდებათ თქვენ ჩემს განკარგულებაში ხართ ^_^ -ნეკო- ცოტა ხუმრობაში გადავიტანე
- მე ჯიმინი ვარ!
მითხრა ღიმილით მე კიდე გაშტერებული მის ლამაზ სახეს ვუყურებდი.- დაა თქვენ???
-ააა მე ნეკო ვარ ^_^
ძალიან გაკვირვებული სახით მიყურებდა და თან ეტყობოდა რომ ისტერიკულ სიცილს მორთავდა ამიტომ დავასწარი-
- ვიცი ვიცი. ძალიან უცნაური სახელი მაქ, მაგრამ რა ვქნა დედამ ასე დამარქვა. ამის გამო მამასთანაც ძალიან იჩხუბა. სიმართლე გითხრათ დედაჩემი ანიმეზე გადამკვდარი პიროვნებაა. ზოგჯერ ძალიან ბავშურადაც კი იქცევა და... და...
--დედა რომ გამახსენდა ძალიან ავნერვიულდი. ის იმდენი ხანია არ მინახია რომ მასზე ლაპარაკსაც კი ვერ ვბედავდი. არ შემეძლი დედა მეთქვა და იმ დღეზე არ მეფიქრა ძალიან რომ ვიჩხუბეთ და სახლიდან წამოვედი. მოწყენილი სახე მქონდა ამ დროს კი...
YOU ARE READING
I Think This Is Fate!/ვფიქრობ რომ ეს ბედია!
Fanfictionარვიცი რა ხდება... არ ვიცი რატომ ხდება...არა და არ უნდა მომხდარიყო...