6104

554 74 15
                                    

მოუსმინეთ ექსოს ახალი ალბომიდან - Stay. <3

----------------------------------------------

პაკ ჩანიოლი პერფექციონისტია.

მას უყვარს, როდესაც ყველაფერი პატიოსნად და იდეალურადაა გაკეთებული.

ასევე, ჩანიოლს ძალიან უყვარს ხელოვნება და ამიტომაც ის მუზეუმების ხშირი სტუმარია. მას არასოდეს მოსწყინდება იდეალური ნახატების რამდენჯერმე დათვალიერება. პირიქით, მისთვის ეს პატარა სამყაროსავითაა, სადაც მხოლოდ მას, პიკასოს და მეთხუთმეტე საუკუნის სხვა ვენეციელ მხატვრებს შეუძლიათ ყოფნა. ყველა ეს ნახატი უბრალო საგნები კი არა, მისი სულიერი სამყაროს ნაწილებია. ჩანიოლისთვის ერთი შეხედვაც კი კმარა, რომ ეს ნახატები მის გონებაში გაცოცხლდნენ. ხანდახან ფიქრობს, რომ გიჟდება, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, მშვენიერების გამო არაუშავს. ეს საპატიოა.

შემოდგომის საღამოები მისთვის განსაკუთრებულად მშვენიერია - ქალაქი თითქოს ყვითელ-აგურისფერი და ბორდოსფერ-წითელი ფერებით ბანაობს. პეიზაჟის მრავაფლეროვნება ჩანიოლს თვალს სჭრის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფიქრობს, ხატვა რომ შეეძლოს, აუცილებლად დახატავდა შემოდგომას. ისეთ ნახატს, ერთი შეხედვით მთელ სხეულში სითბო რომ ჩაგეღვაროს.

შემოდგომის ერთ ასეთ მშვენიერ საღამოს ჩანიოლი ჩვეულებისამებრ მუზეუმში მიდის. მზე უკვე ჩასვლას აპირებს და ქალაქიც თითქოს მზის ჩასვლისგან გამოწვეულ სიწითლეში იძირება. პაკი ფიქრობს რომ თვით ალვიზე ვივარინიც კი არ იტყოდა უარს ამ პეიზაჟის დახატვაზე - მხოლოდ ვენეცია არ იძირება. მაგრამ, ახლა მას არ აქვს მხატვრისთვის ლოდინის დრო. ის თავის ფიქრებს უღიმის და აგრძელებს სიარულს უკვე დაზეპირებულ გზაზე.

მუზეუმში შესულ ჩანიოლს საგამოფენო დარბაზები თბილად ეგებებიან. პირველ დარბაზში მეჩვიდმეტე საუკუნის მხატვრების ნახატებია, რომელებიც ჩანის დიდად არ ხიბლავს, ამიტომაც ის შემდეგი დარბაზისკენ მიემართება. აქ მისი ერთ-ერთი საყვარელი ნახატი ინახება - "ზღვაზე გაშენებული მძინარე ქალაქი".

PerfectionDove le storie prendono vita. Scoprilo ora