-ჰარი, ძვირფასო, გაიღვიძე. 7 საათია. თვითმფრინავზე დაგვაგვიანდება.-დედის ხმის გაგონებაზე, ჰარიმ პატარა, მწვანე, მომაჯადოვებელი თვალები ნელა გაახილა.
-დედა...-ჰარის სურდა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ აქ ვეღარ დარჩებოდა. სიეტლი, ადგილი სადაც ის დაიბადა, სკოლა სადაც იზრდებოდა, მისთვის აღარაფერი იყო. ყველაფერი მტვერად იქცა, იმ ტკივილის შემდეგ რაც მან განიცადა. მის გულში, ადგილი ადრე ყველაფერს ეკავა ამ გარემოს შესახებ, მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებული იყო.
-კარგი..-ნელა გაიღიმა ჰარიმ და საწოლზე დინჯად წამოჯდა. პატარა თვალები პატარა ხელებით მოისრისა და დედას ჩაეხუტა.ენი შვილის შეხებისას დიდ ტკივილს გრძნობდა, რადგან ახსენდებოდა ის საშინელი წამები, თუ როგორ სთხოვდა ჰარო მას სახლში დარჩენას, როგორ უნდოდა ეთქვა ყველაფერი დედისთვის, მაგრამ ყველაფრის ეშინოდა. ეშინოდა და ამის გააზრებაზე, ენს გული უკვდებოდა.
ენი წამოგა რადგან სინდისი ჯერ კიდევ ქენჯნიდა და ოთახიდან გავიდა. ჰარის გული აუჩქარდა. ფიქრობდა, რომ დედასთან ძველებური ურთიერთობა აღარასოდეს ექნებოდა.
ჰარი წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა. ის ჯერ ბავშვი იყო და ამტენი ტკივილის შემდეგ, ის ბედნიერებას და იღიმილს იმსახურებდა.
ცრემლებიც სწორედ ამიტომ წამოუვიდა. იფიქრა, რომ ცხოვრება სამუდამოდ დატანჯავდა.
ფიქრები გაფანტა და ტანსაცმელი ჩაიცვა, შემდეგ ბარგი აიღო და ოთახს თვალი ბოლოჯერ მოავლო. ადგილი სადაც ბავშობის საუკეთესო წლები აქვს გატარებული.. ადგილი რომელთანაც ამდენი მოგონება აკავშირებდა, ახლა მტვრად იქცა. არაფრად. და ჰარის თვალში, სისულელედ.
ოთახოდან გავიდა და კიბეები ჩაიარა, კარებთან მამა ელოდა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. ასე ეგონა ჰარის. მას ერთხელ შეხედა და მაშინვე აარიდა თვალი. იგი სწრაფად გავიდა და მანქანაში ჩაჯდა. ყურსასმენები ტელეფონს მოარგო, და სემ სმიტის "Too Good At Goodbyes" ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი იყო, რადგან სიეტლს ტოვებდა, მაინც ეშინოდა, რომ იქ უარესი გარემო და ხალხი ელოდა. თვალები დახუჭა და ფანჯარას მიადო თავი..
აეროპორტში ნახევარ საათში მივიდნენ. მალევე თვითმფრინავში ჩასხდნენ ენი და ჰარი. ჰარი მოუთმენლად ელოდა თუ როდის გასცდებოდა სიეტლს, ენი კი მხოლოდ ჰარიზე დარდობდა..
---
ჰარიმ თვალები გაახილა როდესაც ტაშის ხმა გაიგონა. ისინი უკვე ჩამოვიდნენ. როანოკი. ძველი დასახლება სადაც ჰარი ბებიასთან ჩამოვიდა. ბებია ჰარის ძალიან უყბარდა. შესაძლოა ახლა ჰარი ფიქრობდა, რომ ყველაზე მეტად, თუმცა ცდებოდა. მან მისი ბარგი აიღო და ენისთვის არც შეუხედავს, ისე გავიდა აეროპორტიდან და ტაქსი დაიჭირა. ბარგი უკან ჩადო, შემდეგ კი ტაქსიში ჩაჯდა. ენისთვის დამშვიდობებაც კი აღარ სურდა.
-ჰარი! საყვარელო!-ენმა ფანჯარაზე მიუკაკუნა, მისი ფანჯარა ჩაიწია.
-ჰარი, მისამართი..
-მახსოვს.-ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ჰარიმ და მზერა აარიდა.
-კარგი. მაშინ ბებია მოიკითხე.. კარგად საყვარელო..
-ენი მოიწია , რომ ჰარისათვის ლოყაზე პატარა კოცნა დაეტოვა, მაგრამ ჰარი გაიწია და თავი ჩახარა. ენს გული საშინლად ეტკინა, თვალები მაგრად დახუჭა და მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ ხელის გულებიდან სისხლის წვეთები ჩამოუგორდა.ჰარის კი ცრემლები.
-კარგი..-სიმწრით დაიჩურჩულა ენმა და მანქანას მოშორდა. ჰარიმ ბოლოს დაინახა დედა, როდესაც აეროპორტში ტირილით შევიდა, და ამაზე მისი ხედვიდან აეროპორტი გაქრა, რადგან ტაქსი დაიძრა.
YOU ARE READING
Another Life 💕
Fanfictionჰარი სტაილსი, სიეტლიდან გადადის როანოკში, ბებიასთან საცხოვრებლად, რადგან სიეტლში მისი ცხოვრება დაინგრა ადრეულ ასაკში. ახალი ცხოვრების დასაწყებად, 15 წლის ჰარი ტოვებს სიეტლს.