მთლიანად დასველებული გოგონა მუხლებზე იდგა და სისხლნარევ ცრემლებით ასველებდა მშობლების საფლავს,გვერძე გადაგდებული ჰქონდა შავი მოსაცმელი,მერამდენე საათია უკვე აქ ზის გაქვავებული და ტირის,შემდეგ ნელა დგება მოსაცმელს ხელს კიდებს,სევდნარევი თვალებით შეხედავს დედ-მამის საფლავს და ნელა დატოვებს იქაურობას,ავტობუსის გაჩერებაზე ნახევარსაათიანი დგომის შემდეგ მისი ავტობუსი გამოჩნდება,მისი კარები ნელა შეიხსნება და 16 წლის ალექსანდრა მორგანი ბოლოში დაიკავებს ადგილს თავს მიადებს ფანჯარას და ცრემლები კვლავ ნებართვის გარეშე გაიკვლევენ მის ლოყაზე გზას.
*ერთი წლის შემდეგ*
იმ დღემდე რომელის შესახებაც ზემოთ მოგიყევით ალექსანდრა სიცოცხლით სავსე გოგონა იყო,პოზიტივს ასხივებდა,ყოველთვის ყველასთვის მაგალითი იყო უყვარდა მწვანე,ცხოველები,ადამიანები ყველა და ყველაფერი,მაგრამ ზემოთ მომხდარი ამბის მერე გოგონა შეიცვალა თითქოს ის გაქრა და მის ადგილას სხვა ცხოვრობსო.მისი გარდერობიდან გაქრა ყველაფერი ფერადი,მისი ცხოვრებიდან გაქრა სიხარული ბედნიერება,ყველაფერი და ეს ჩაანაცვლა სიბნელემ და მუდმივმა ჩაკეტილობამ.ერთ დღესაც ალექსანდრამ ჩვეულებრივ გაახილა თვალი და მისი ოთახის თეთრ კედლებს თვალი მოავლო.ალბათ გიკვირთ ეს კედლები რატომ არ გადაღებაო მაგრამ რატომღაც გოგონამ ჩათვალა რომ ეს მშობლებს ახსენებდა და გადაღებვა გადაიფიქრა.ზამთარი იყო.როგორც ყოველთვის გოგონამ ტანსაცმელი ჩაიცვა,ფერს ნუ იკითხავთ რადგან მის გარდერობში შავის მეტი არაფერია ხანდახან გამოერეოდა ნაცრისფერი ისიც მუქი.თმა ჩვეულად გაიშალა და სკოლაში წავიდა.ოდესღაც ამ გოგოს სკოლაში სიხარული შექონდა და ყველას ამხიარულებდა.უმეტესად ბიჭებთან მეგობრობდა გოგო მეგობრებიც ყავდა რათქმაუნდა მაგრამ ისინიც ალექსანდრას გავდნენ.ერთად უყვარდათ ოხუნჯობა,სკოლის მხარდამჭრთა გუნდისთვის ოინების მოწყობა,რასაც დირექტორი სიცილით ხვდებოდა,დიახ მაღალი,გამხდარი,მკაცრი გამომეტყველების ქალი გიჟდებოდა ალექსანდრაზე რადგან ის იყო ბედნიერების წყარო,მისი თვალები სიცოცხლეს ასხივებდნენ,ის თვალები რომელიც დღეს ჩამქრალია.არ იფიქროთ რომ ისინი ვისთანაც ადრე მეგობრობდა აღარ ემეგობრებიან,პირიქით ისინი სულ მის გვერძე არიან და ისე იცავენ თითქოს ფაიფურის თოჯინა იყოს რომელსაც თუ ხელს დააკარებ მაშინვე გატყდება.
-ლუის-თითქმის ჩურჩულით თქვა ტელეფონში გოგონამ
-ალექს,შენს კარადასთან მოვალ მალე-უპასუხა ბიჭმა,გოგონამ ტელეფონი გათიშა და წიგნების ამოლაგება დაიწყო,მიუხედავად იმისა რომ ასეთი გახდა მათთან იყო ისეთი როგორც ადრე,ზუსტად ისეთი ვეღარ მაგრამ ესეც რაღაცა იყო,ხანდახან იღიმოდა და ხუმრობდა კიდეც.მალე გოგონასთან ლურჯთვალებიანი ბიჭი გამოჩნდა,ყავისფერი ოდნავ აჩეჩილი თმით და გვერდში ამოუდგა
-მომენატრე-უთხრა გოგონამ ბიჭს და მთელი ძალით ჩაეხუტა
-მეც ძალიან დაიკო,არმესმის ერთი თვე როგორ გავძელი-თქვა ბიჭმა ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია.შემდეგ ორივე წავიდნენ კლასისკენ სადაც ორი გოგონა იჯდა.ალექსანდრას დანახვაზე ორივე ფეხზე წამოიჭრა და მას მაგრად მოეხვივნენ
-ლილიან...ივი...ძალიან მომენატრეთ-თქვა გოგონამ ჩურჩულით და ჩასიებული თვალებით გახედა გოგონებს
-ისევ იტირე?-იკითხა ივიმ და შემდეგ დანანებით თავი გააქნია
-წამო დანარჩენები ვნახოთ-ყველა დაეთანხმა ლილიანის აზრს და შავგვრემანი თაფლისფერთვალება ბიჭისკენ წავიდნენ
-მალიკ-თქვა ღიმილით გოგონამ და მოეხვია
-წიწილა,პეინ-დაამატა მაშინვე და იქვე მდოგომ ორ ბიჭს მოეხვია.დიდხანს საუბრობდნენ
-იცი რა?-ღიმილით დაიწყო ქერა ცისფერთვალება ბიჭუნამ.ალექსანდრამ მხოლოდ ინტერესიანი თვალებით გახედა
-ჰარი ჩამოდის თანაც ხვალ-ალექსანდრამ იგრძნო სიხარული ამდენი წლის შემდეგ თუმცა უნდოდა უწინდებურად ეცინა მხოლოდ პატარაზე გაიღიმა
YOU ARE READING
Dark Love
Fanfictionგოგონას ცხოვრება უკუღმართდება როდესაც გაუჩინარებულ მშობლების გვამებს ტყეში იპოვის. იმ დღის მერე გოგონა იცვლება მის ვარდისფერ სულს კი ბნელი შავი სული ჩაანაცვლებს