ზაფხული... რა მრავლისმომცველი მცნებაა. ზაფხულში იცნობენ, ზაფხულში უყვარდებათ, ზაფხულში იტანჯებიან. ზაფხულში ვიგრძენი რომ ცოცხალი ვიყავი. დიახ მე ვარ გოგონა, რომელსაც ყველა ხედავს და ვერავინ ამჩნევს. მან კი შემამჩნია, დაინახა თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში.
აგვისტო იყო. სოციალურ ქსელში ჩემი შემოქმედების ნაყოფი დავდე. სრულიად უცნობმა, მაგრამ სულით ყველაზე ნაცნობმა ბიჭმა, მომწერა რომ ჩემი ნამუშევარი შესანიშნავი იყო. ბევრისგან მიმიღია მსგავსი კომპლიმენტი. მაგრამ მან ყველაზე მეტად გამაოცა.მაშინვე ჯეინს მივწერე ამის შესახებ. ის დასასვენებლად იყო წასული, მაგრამ რჩევისთვის მაინც მოიცალა. ჯეინს რამდენიმე წელია რაც ვიცნობდი. ამ ხნის განმალობაში ყველას დედობას გვიწევდა. ზოგჯერ ნერვებს მიშლიდა მისი რჩევები. მაგრამ ამჯერად მას დავუჯერე. იგი მაშინვე მიხვდა რომ ეს ახალი დასაწყისი იყო.
არჩის მადლობა გადავუხადე კომპლიმენტისთვის. ამის შემდეგ ის ხშირად მწერდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე. ისიც ჩემსავით ხელოვანი იყო და მომწონდა მასთან ერთად მსჯელობა.
![](https://img.wattpad.com/cover/139763775-288-k470212.jpg)