baekhyun loves the color blue

275 40 8
                                    

ბექიონს უყვარდა ლურჯი ფერი.
მას უყვარდა მისი ყველა მცირედი ნაწილი. ბნელი, ნათელი, ნაზი..
მისთვის ლურჯი ფერი ძალიან ბევრს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ ფერია.
პრობლემა ის იყო, რომ მან არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის. ბექიონის მეგობრები აღწერდნენ ხოლმე ლურჯ ფერს და მასაც ძალიან უყვარდა ის.
ბექიონი ვერ ხედავდა, ის დაბადებიდან ბრმა იყო.
ერთადერთი რამ რაც მას აბედნიერებდა იყო ის მომენტი, როდესაც ვიღაც ლურჯ ფერს აღნიშნავდა.

მისი ქმარი ჩანიოლი სრულიად საწინააღმდეგო იყო. მას უყვარდა შავი ფერი. შავი მას აბედნიერებდა და რატომღაც ამშვიდებდა კიდეც. ჩანიოლს სძულდა ლურჯი ფერი ისევე ძალიან, როგორც მისი ბრმა ქმარი.
*
ბექიონს ენატრებოდა ის დრო, როდესაც ჩანიოლი მას სიყვარულს აძლევდა.. ტკბილი ღამეები.. დრო, როდესაც უბრალოდ იწვნენ და ჩანიოლი თავისი დღის შესახებ ყვებოდა.
პატარა ბიჭს ყოველთვის ეღიმებოდა, როდესაც ჩანიოლის სითბოს გრძნობდა. მისი სიყვარული და სითბო თავს ყოველთვის დაცულად აგრძნობინებდა.
სინამდვილეში ჩანიოლი ამ ყველაფერს მხოლოდ ფულისთვის აკეთებდა.
*
ბექიონს ასევე უყვარდა ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა. ეს მას ამშვიდებდა.
"სახლში გვიან მოვალ, არ დამელოდო."
უთხრა ჩანიოლმა. პატარა ბიჭი ელოდა გამოსამშვიდობებელ კოცნას, მაგრამ რაც მან გაიგო მხოლოდ კარების მოჯახუნების ხმა იყო.
ბექიონი წამოიწია და ხელებით ჯოხი იპოვა, რომელიც სიარულში ეხმარება და რომელსაც თინეიჯერობიდან იყენებდა. მალევე ტელეფონის რეკვის ხმა გაიგონა. გზა ჯოხით გაიკვლია და ტელეფონი აიღო.
"გ-გისმენთ.." უპასუხა ბექიონმა ნაზი ხმით.
"აჰჰ, ბატონო პაკ, მზად იყავით. თქვენი ექიმი მალე მოვა.~" ექიმმა წაიმღერა ბედნიერი ტონით.
ბექიონს გაეღიმა. "შეიძლება გკითხოთ?.. რა ფერია ახლა ცა?
მის კითხვაში იმედი იგრძნობოდა.
ექიმმა სწრაფად შეხედა ცას და დაინახა მისი საყვარელი პაციენტის საყვარელი ფერი.
"ცა ლურჯია, ბატონო პაკ. თქვენი საყვარელი ფერი."
*
ჩანიოლი ფანჯრიდან ათვალიერებდა გარემოს. კარებზე კაკუნმა ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
"ჩან?" დაუძახა კიონსუმ.
ჩანიოლმა თავი ასწია. "სუ.. აქ რას აკეთებ?" კითხა დაბნეული გამოხედვით.
"სადილი შენთან ერთად~" წაიმღერა და ბედნიერი შევიდა შეყვარებულის ოფისში.
ჩანიოლმა გაიღიმა.. ღიმილით, რომელიც არასდროს ჩნდებოდა ბექიონის დანახვისას.
*
როუზი, ბექიონის ექიმი ეხმარებოდა ბექიონს საჭმლის ჭამაში და წამლების დალევაში.
"როუზ, შენი საჭმელი ყოველთვის ძალიან კარგია."
როუზს გაეღიმა, 'მადლობა, ბატონო პაკ."
"ბექიონი დამიძახე. უხეში ვჩანვარ, როდესაც ბატონ პაკს მეძახი."
როუზმა თბილად გაიღიმა. "შენ არ იმსახურებ ამ ტკივილს, ბექიონ. შენ არ იმსახურებ სიკვდილს მა-"
"როუზ, გთხოვ. არ მინდა მაგის მოსმენა ახლა." თქვა მან წყნარად და გააქნია თავი, რადგან არ უნდოდა ამაზე ფიქრი.
ექიმი ხმას აღარ იღებდა. წყნარად აგრძელებდა თავის საქმეს.
"გიყვარს შენი ქმარი?" ჰკითხა მან და ადგა ჯამის გასარეცხად.
"რა თქმა უნდა! მე ის ძალიან მიყვარს~ რატომ მეკითხები?"
"უბრალოდ მოემზადე. შეინარჩუნე ის სიყვარული რაც მასთან გაკავშირებს, მიუხედავად იმისა თუ ის ძლიერ გატკენს."
ბექიონმა გააქნია თავი და უბრალოდ დააიგნორა როუზის სიტყვები.
*
ბექიონი იჯდა საწოლზე. მის ლურჯ პიჟამოებში იყო გამოწყობილი. ელოდებოდა ჩანიოლს, მიუხედავად მან უთხრა, რომ არ დალოდებოდა.
ბექიონს გაეღიმა, როდესაც კარების ხმა გაიგო, მიხვდა, რომ ჩანიოლი მოვიდა.
ჩანიოლმა მისი ნივთები მისაღებ ოთახში დააწყო. ნამდვილად არ იყო იმ ხასიათზე, რომ მისი 'მოსაბეზრებელი ქმარი' ენახა.
ოთახში შევიდა და თვალები დაემანჭა, როდესაც დაინახა, რომ მის ქმარს ეღვიძა.
"გითხარი, რომ არ დამლოდებოდი." ჩანიოლმა უყვირა მის ბრმა ქმარს.
ბექიონი შეხტა, როდესაც ჩანიოლის ყვირილი გაიგონა. "ჩა-ჩანი, გთხოვ, დაუწიე ხმას.. ხალხს სძინავ-"
"რატომ უნდა დავუწიო ხმას, როდესაც შენ საშინლად მოსაბეზრებელი ხარ?"
ჩანიოლი ბოლო ხმაზე უყვიროდა ბექიონს. "უკვე აღარ შემიძლია. შენ ისეთი მოსაბეზრებელი ხარ. ვერ ვიტან ყოველ დილით შენს გვერდით გაღვიძებას. მძულს ეს ყველაფერი. ამას მხოლოდ ფულისთვის ვაკეთებ. მე არ მიყვარხარ. ოდნავაც კი."
ბექიონი ჩუმად იყო. მისი გული მილიონ ნაწილად დაიმსხვრა.
"მ-მაპატიე.. არ ვიცოდი თუ მოსაბეზრებელი ვიყავი.. ახლა გავალ აქედან." ბექიონმა თქვა ნაზი ხმით. ფეხზე ადგა და მისი ჯოხით გაიკვლია გზა.
"მ-მაგრამ სანამ წავალ..მ-მადლობა რ-რომ გამაგებინე რა იყო სიყვარული. სიყვარული მტკივნეული რამაა. სიყვარული გაგრძნობინებს პეპლებს.. პეპლების ფრენას მუცელში, ის გაძლევს დროებით ბედნიერებას ან მუდმივ ბედნიერებას.. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოექცევი მას. მადლობა, რომ მაგრძნობინე თავი ბედნიერად. მადლობა, რომ გამაანალიზებინე.. სიყვარულს მოაქვს ორივე ტკივილიც და ბედნიერებაც."
ბექიონს ცრემლი ჩამოუგორდა აწითლებულ ლოყაზე.
"მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახიხარ."
*
ბექიონი ახლა საავადმყოფოშია და ისვენებს არაკომფორტულ საავადმყოფოს ლოგინზე. როუზი შევიდა ოთახში.
"ბექიონ.. საშინლად მომენატრე."
ბექიონმა ჩაიცინა. "უბრალოდ გახსოვდეს, რომ მინდა ჩემს გასვენებაში ყველას ლურჯი ფერის ტანისამოსი ეცვას. ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა."
"იცი..ბექიონ, ძალიან ლამაზი ხარ. ეგ უტვინო გიგანტი შედევრს კარგავს."
ბექიონს ამაზე გაეცინა "მე ის მაინც მიყვარს.. მე ის ყოველთვის მეყვარება."
*
მაგ ღამით ბექიონმა სახლი დატოვა. ჩანიოლი ოდნავ თავს დამნაშავედ გრძნობდა. ახლა იწვა მარტო, ცარიელ საწოლზე ლურჯი საბანით.
*
შემდეგ დილით, ჩანიოლს დააკლდა პატარა, თბილი ჩახუტებული სხეული, რომელიც სულ აბეზრებდა თავს.
მან ვერაფერი იგრძნო, გარდა სიცივისა.
*
ჩანიოლი აქნევს თავს. უნდა, რომ პოზიტიურზე იფიქროს.
"ის უბრალოდ ქვევით სართულზეა და მიირთმევს. ხო, ის უბრალოდ ჭამს." თქვა ჩანიოლმა ღიმილით.
ჩავიდა ქვევით სართულზე. ბედნიერი აურა იგრძნობოდა მის გარშემო. "ბაეკი~" წაიმღერა მან, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
"ბ-ბაეკ?" დაიძახა მან კიდევ ერთხელ. საბოლოოდ მან მიაღწია ოთახამდე და სრული სიცარიელე დახვდა. ჩანიოლმა სამზარეულოში შეიხედა და ლურჯი რვეული დაინახა ნაწერით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 27, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

blue Where stories live. Discover now