...მე და შენ აუცილებლად მოგვიწევს ერთმანეთის პირისპირ დგომა და როცა ეს დრო მოვა, ჩვენ აღმოვჩნდებით ოკეანის პირას, ვიდგებით ჩუმად, ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში, სიტყვებს ერთად თავს ვერ მოვუყრით...ისინი ბურთივით გაგვეჩხირება ყელში, მოგვინდება ჩახუტება...ოხ ღმერთო როგორ მოგვინდება დროის უკან დაბრუნება...მაგრამ ამაოდ, იმიტომ რომ ორივე გავიფიქრებთ "დავაგვიანეთ". ვიდგებით საათობით ასე, ჩუმად ერთმანეთის პირისპირ და ბოლოს ერთდროულად ვიტყვით: "დავტოვოთ ისე როგორც არის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი სიმღერა ის დიდი ხანია დამთავრდა, ჩვენმა მატარებელმაც დიდი ხანია ჩაიარა." წამიერად დავიხევთ უკან მოვტრიალდებით და გავუყვებით სხვადასხვა გზას.
ამ ფიქრებში გართული ვიდექი ლოს ანჯელესის გადატვირთულ ქუჩებში, საცობში და როცა საათს დავხედე, მივხვდი რომ ერთი საათია რაც ტაქსში ვიჯექი. მესმოდა ტაქსისტი როგორ წუწუნებდა საცობის გამო მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს. ფანჯარა ჩამოვწიე და მზემ მომანათა მაშინვე, კარგი ამინდი იყო მე კი მეზიზღებოდა კარგი ამინდები, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, მე ვცხოვრობდი ლოსანჯელესში სადაც მუდამ მზე ანათებდა.