You And I
პროლოგი:
განებივრებული ნაბიჭვარი რომელიც იყო სასტიკი მექალთანე და თავის თავზე ზედმეტად შეყვარებული.ეს იყო ჩემი წარსული,წარსული რომელიც წარსულშივე დარჩა,მაგრამ არ დარჩებოდა რომ არა ერთი მშვენიერი არსება რომელმაც რადიკალურად შემცვალა.შეცვალა ძველი ზეინ მალიკი.ანგელოზი ჩემს ცხოვრებაში რომლის წყალობითაც დღეს ვარ ასეთი.ის ორი წლის წინ გავიცანი და აი სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი...
თავი 1
-ზეინ აეგდე საწოლიდან და ჩამოეთრიე ქვემოთ გვაგვიანდება-ამომძახა ჰარიმ,მეც ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი
-მოვედი ნუ ჯღავი სტაილსს-გავიცინე რითაც მისი მკვლელი მზერა დავიმსახურე
დიახ მე გახლავართ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოიბენდის წევრი. ახლა ლონგონში მივფრინავთ.ვერ ვიტან ფრენას თუმცა რა გაეწყობა...
უკვე აეროპორტში ვართ. როდესაც ტრაპზე უნდა ავსულიყავი შევამჩნიე ის... გრძელი ქერა თმები მხრებზე ჩამოყროდა. მისი სილამაზე თავბრუს მახვევდა. ისეთი ლამაზი იყო რომ მის სახეს თვალი ვერ მოვწყვიტე და სხეულის შეთვალიერებაც კი ვერ მოვასწარი.აღმოჩნდა რომ ისიც ლონდონში მოფრინავდა და მეტიც ადგილი ჩემს გვერდით ჰქონდა.როცა ჩემს გვერდით დაჯდა შევამჩნიე როგორ უხერხულად იყო ამიტომ გამოველაპარაკე
-გამარჯობა მე ზეინ მალიკი ვარ-ვუთხარი ამაყად, ჩემდა გასაკვირად უბრაოდ მიპასუხა
-გაგიმარჯოს მე ჯიჯი ჰადიდი ვარ-მითხრა და ხელი ჩამომართვა. აფრენის დრო რომ დადგა სახელურებს ხელი მაგრად ჩავჭიდე და თვალები დავხუჭე.უეცრად ხელზე შეხება ვიგრძენი თვალები გავახილე და ჯიჯის შევეჩეხე.მან გამიღიმა
-ნუ გეშინია-მითხრა თბილად-გინდა ჩემზე მოგიყვე?
-კი რა თქმა უნდა
მისი მონაყოლიდან მხოლოდ ის დამამახსოვრდა რომ არის დამწყები მოდელი 22 წლის ყავს და ბელა და ძმა ანვარი. ლონდონში კი გადაღებები აქვს და იმიტომ მიდის.ისე ჩავფრინდით ლონდონში რომ ვერც კი გავიგე,მთელი გზა რაღაცეებს მიყვებოდა თუმცა მე კი არ ვუსმენდი ვაკვირდებოდი.ისეთი ლამაზია ღვთაებრივი რომ სიტყვებით ვერც კი ავღწერ.
სამწუხაროდ მასთან დამშვიდობება მომიწია.წამოსვლამდე ნომრები გავცვალეთ.
ჩვენ ლონდონში ჰარის სახლში ვრჩებით რადგან აქ მხოლოდ 1 თვე უნდა ვიყოთ. აღმოჩნდა რომ ჩვენთან ერთად ჰარის შეყვარებული და მისი დაქალიც იცხოვრებენ.ჰაროლდი ჰანაზე აბოდებს, სიგიჟემდე უყვარს. ეს ორი იდეალური წყვილია. გოგონები საღამოს მოვლენ მანამდე კი ოთახში ავედი და დავისვენე.
როცა გავიღვიძე უკვე 6 საათი იყო ქვემოდან გოგოების ხმა ამოდიოდა ავდექი და მეც ქვემოთ ჩავედი და რას ვხედავ...
-ჯიჯი......
YOU ARE READING
SOMETIMES(დასრულებული)
Fanfictionცნობილი ბოიბენდია წევრის ზეინ მალიკისა და დამწყები მოდელის ჯიჯი ჰადიდის სასიყვარულო ისტორია რომელიც სავსეა ვნებით სიყვარულით და ტკივილით. ადამიანის გაუმაძღარი ბუნება და ამ მავნე ქცევას შეწირული სიცოცხლე...