1-თავი

59 6 4
                                    

ათას ცხრაას ხუთი წლის დეკემბერი იდგა. მაშინ 10 წლის ვიყავი, მაგრამ ისეთი გამხდარი და პატარა ტანისა, რომ რვა წელზე მეტს არავინ მაძლევდა. ჩვენ დიდი ქალაქის საფაბრიკო რაიონში ვცხოვრობდით, ოროთახიან ბინაში. მამა სტამბაში მუშაობდა ასოთამწყობად, დედა მკერავი იყო.

ხუთი თითივით მახსოვს ის საღამო. გავცივდი, მაჟრიალებდა და დედამ ადრე ჩამაწვინა ლოგინში. მამა არ იყო შინ. დედა მაგიდასთან იჯდა და კერავდა. სასწრაფო სამუშაო ჰქონდა, მეორე დღეს უნდა ჩაებარებინა.

საკარევი მანქანის ხმაზე ჩამთვლიმა. ძილშ გავიგე, მამა შემოვიდა მხიარული, მხნე. დედამ ჩუმად უთხრა: ჩუუ... მილის ძინავს.

მამა მომიახლოვდა, შემომხედა გვერდით მიუჯდა დედას და ხმადაბლა დაუწყო ლაპარაკი: აი ნახე რა მოვიტანე!

დედამ სამუშაო გვერდით გადადო. მეც ოდნავ გავახილე თვალი და შევხედე. მამამ გახსნა ჩვარი და მაგიდაზე ახალი, ბრჭყვიალა შრიფტი გადმოიყარა.

მერედა როგორ მიყვარდა მე შრიფტი! ყველა სათამაშოს მერჩია!

მივირბენ ხოლმე მამასთან სტამბაში, მივუტან საუზმეს და შევყურებ, როგორ მუშაობს თავლს ვერ ვაშორებ. დგას მამა დიდი, ბრტყელი ყუთის წინ, რომელიც პატარ–პატარა ყუთებად არის დატიხრული. თითოეულში უამრავი მოგრძო, ოთხკუთხა ტყვიის ნაჭერი ყრია. 

ესეც 1 თავი მალე დავდებ ახალ თავს თუ გაინტერესებთ დააკომეთ <3 <3 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 03, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

როვოლუციონერი ადამიანიWhere stories live. Discover now