როგორ გამიმართლა პირველივე დღეს სრულ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. 😡 რას სჭირს იმ იდიოტს მართლა დებილია😬 ხელი დამილურჯდა შტერიი. მოიცა ეხლა მე მის გვერდით უნდა ვიჯდე?! 😨 არა არრ... მოიცაა 😈 მის გვერდიით ვაჩვენებ მაგას როგორ უნდა ხელის დალურჯება. ზარი დაირეკა ჩემს მერხთან მივედი. ჩემს გვერდით რიგში მჯომმა გოგონამ ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად
-გამარჯობა მე ელენა მანერსი ვარ.
-მე ენი... დარკი.-ხო გვარი შევიცვალე
-მაგარი გვარი გაქვს
-მადლობ - შემდეგ მის გვერთით მჯდომისკენ მანიშნა
-ეს იზაბელია- გოგონამ თბილად გამიღიმა- ყურადღებას ნუ მიაქცევ იმ ცხოველს გვერდით რომ გიზის, ცოტა ვერაა - ეს უკვე მომწონს😚
-რაც უნდა იყოს ცუდი მტერი გადაიკიდა - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. შემდეგ მასწავლებელი შემოვიდა- ჯოზეფ სმაილსი ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი. კარი გაიღო და ის ვირიც გამოჩნდა გაბრაზებული როჟით ჩემს გვერდით დაენარცხა.
ესეიგი ჩემი დალურჯება გადაწყვიტე?? მაშ კარგიი დღევანდელმა დღემ ჩაიაროს წყნარად და მერე მოგხედავ😈. მხარი გამკრა. ხელები გააჩერე თორემ ეგ შენი უკანასკნელი შეცდომა იქნება სახით გადავხედე.
მაგრამ ვირი ხო მაინც ვირია, მეორეთაც წამკრა ხელი
-ჰეი ხელებს არ გააჩერებ?!
-შენი საქმე არაა!-
-შენ ხო ხარ კარგად?!
-არ ეგაა შენი საქმე
-რამხელა სიტყვების მარაგი გაქვს ღმერთო ჩემო.
-მოკეტე- ისევ კბილებში გამოსცრა.
-არაა- თვალები გადაატრიალდა
-იცოდეე...
-იცოდერაა? -ნიკი მოტრიალდა
-არ დაწყნარდებით? - ნიკი ჩემს ხელს დააშტერდა და ტომს ანიშნა შეხედეო, ტომმა დამხედა და თვალები გაუფართოვდა. მივხვდი დალურჯებებს დამშტერებოდნენ და სახელო ჩამოვიწიე. ტომმა ბურდღუნი დაიწყო
-მეე... - ისეთი თვალებით შევხედე რომ მიხვდა აღარ უნდა გაეგრძელებინა. შემდეგ ხმას აღარ იღებდა მესამე გაკვეთილის შემდეგ სასადილოში წავედი ელენასთან და იზაბელთან ერთად. მე კარტოფილი და კოკა-კოლა ავიღე.
-მგონი ჯენიფერიც გაიცანი არაა?-მითხრა იზაბელმა
-ხოო გავიცანი
-იმედია მიხვდი როგორიცაა-დაამატა ელენამ
-პირველივე წუთს- ცალყბად გავიღიმე. -მხოლოდ ის ვერ გავიგე ის იდიოტი რამ გააგიჟა
-რა უთხარი?
-კარგად აღარც მახსოვს... მმმ.. მგონი მოგკლავ თუ რაღაც მსგავსი -ელენამ და იზაბელმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
-ხოო სიკვდილი... ეს ცოტა... მმმ ... ბევრი რამე არც ვიცით უბრალოდ მგონი პატარა და მოუკვდაა დაა თვითონ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
-ამის მეტი არავინ არაფერი იცის ნიკის გარდა- დაამთავრა ელენამ.
-ესიგი მტკივნეული მოგონებები- ტუჩზე ვიკბინე და ჩანგალი დავაგდე- რა იდიოტი ვარ.
-თავს ნუ დაიდანაშაულებ-დამამშვიდა იზაბელმა.-ისედაც ვირია, მის გარშემო გოგოები ორ ჯგუფად იყოფიან. გოგოები, რომლებიც მასზე გიჟდებიან და გოგოები, რომლებსაც გული ატკინა.
-თქვენ?
-ჩვენ გამორჩეულები ვართ არც ერთ კატეგორიას მივეკუთვნებით-ამაყად მითხრა ელენამ. მომწონს ეს გოგოები. -ხო იგივე შეიძლება ითქვას ნიკიზე იმ განსხვავებით, რომ გოგოებს გულს თვითნებურად არ სწყენს უბრალოდ ბევრს მოსწონს და ურთიერთობებზე უარის თქმა უწევს, გოგოებს კი გულს ამით ტკენს.
-ისე არაა ცუდი ბიჭი თავისი ერთადერთის ძიებაშია -ჩაიცინა იზაბელმა
-რა ხდება იზი შეყვარებული ხომ არ ხარ?-ჩაიხითხითა ელენამ. იზაბელმა დააიგნორა მისი ნათქვამი და განაგრძო
-უბრალოდ ცუდ,, სასტავში'' მოხვდა -,, ასე მაიგნორებს ხოლმე როცა ნერვები ეშლება'' ჩაიჩურჩულა ელენამ- ნიკი, ტომი და ბობი სკოლის ყველაზე ,,მაგარი'' ტიპები არიან.
-ბობი?-ჩავეძიე საუბარში
-ხო ბობი დღეს არ არის ისე ტომთან და ნიკისთან დიდი ხანია კარგად აღარც არის რაღაცაზე იჩხუბეს-ჩაფიქრდა იზაბელი
-ამის შესახებაც არავინ არაფერი იცის-დაამთავრა ელენამ. გამეცინა.
-ხო ნიკი მგონი არც ისე იდიოტია
-არც ტომი იყო ესეთი მაგრამ შეიცვალა დის სიკვდილის შემდეგ
-ზოგი იმასაც ამბობს მისი სიკვდილი ტომის ბრალი იყოო- მე და ელენამ იზაბელს გადავხედეთ- რაა? ამბობენ რა ჩემი ბრალია.- ლაპარაკი ელენამ განაგრძო
-მერე რა რომ და მოუკვდა ყველას აქვს რაღაც საიდუმლო რაც გულს ტკენს მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს რომ ყველას ბაღის გნომებივით მოექცეს.- თავი ავწიე მასაც უყვარს ჰარი პოტერი რა მაგარია.
-მართალი ხარ-დავეთანხმე მას. ზარი დაირეკა და საკლასო ოთახში დავბრუნდით. ის ვირი უკვე კლასში იყო. სიმართლე რომ გითხრათ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, შიგნიდან თითქოს რაღაც მჭამდა და ჩემგან მოითხოვდა რომ ბოდიში მომეხადა. აჰაა ნამუსის შეწუხებაღა მაკლდა. შემდეგ ჩემს ხელს დავხედე დალურჯებული მქონდა და სინდისის შემოტევებიც ნისლივით გაიფანტა. მივედი და დავჯექი ისე რომ ზედაც არშემიხედავს მისთვის. ფიზიკის გაკვეთილი გვქონდა. მასწავლებელი დაახლოებით 40 წლის, ქერათმიანი ქალი იყო- ტერეზა გლადსტონი. ვიგრძენი ნიკი როგორ შემოტრიალდა და ტომს რაღაცა ანიშნა. ამდროს ინგლისურის მასწავლებელი-ფრედი შემოვიდა
-უკაცრავად მისის გლადსტონ შეიძლება? რაღაც დამავიწყდა.
-კიბატონო შემოდი.
-კარგით რომელიმემ ენის სკოლა უნდა დაათვალიერებინოთ.-ელენამ და იზაბელმა ხელი აიწიეს
-ჩვენ დავათვალიერებინებთ.- მერე ტომი წამოდგა.
-მე დავათვალიერებინებ სერ.- კარგი მიდი ენი ერთი წამით თვალები დახუჭე არ გადმოგცვივდეს და პირიც დახურე თუ შეიძლება.
-კარგი ტოომ ენის შენ გაბარებ-ტომს ჩაეღიმა რამე გეგმა აქვს თუ გაბრაზებამ გადაურა?😕 ეს არ მომწონს ფეხზე ნელა წამოვდექი.
-იცით სეერ მირჩევნია ელენამ და იზაბელ...
-ჯობია ტომმა დაგათვალიერებინოს დამიჯერე, ხომ შეიძლება ბავშვები დაითხოვოთ მისის გლადსტონ- მასწავლებელმა ტომს შეხედა და უაზროდ ჩაილაპარაკა
-რა თქმა უნდა
-კარგი მაშინ ჩვენ გავალთ- ჩაილაპარაკა ტომმა და თავდაჯერებული ღიმილიც დაუბრუნდა. წიგნი ჩანთაში ჩადო და კარისკენ წავიდა გაღება, რომ დააპირა მაშინ მიხვდა, რომ უკან არ მივყვებოდი და უძრავად ვიდექი-რაღას ელოდები? წამოდი
-წარმატებას გისურვებ- მითხრეს თითქოს დამფრთალმა იზაბელმა და ელენამ
-ნამდვილად მჭირდება.- კარისკენ ნელა-ნელა წავედი.
-ამ ტემპით თუ განაგრძობ დათვალიერებისთვის ერთი თვე დაგვჭირდება- ჩაილაპარაკა ტომმა, როცა გარეთ გამოვედით- მე პრობლემა არ მაქვს რაც მეტ გაკვეთილს გავაცდენ მით უკეთესი.-აი თურმე რატომ მოუნდა ბიჭს სკოლის დათვალიერება. კარადებთან შეჩერდა და ჩაიღიმა.-ეს შენი კარადა იქნება, ჩემი კარადაის გვერდით- რაღათქმა უნდა თვითკმაყოფილი ღიმილი. ჩემს კარადაზე სახელიც დაუკრავთ ნინა დარკი მაგარი დარტყმული ვარ რამ ამარჩევინა ეს გვარი, მოვინდომე სიბნელე. გვერდით კარადას გავხედე და კიდევ ერთი შემოტევა რატომ ავირჩიე ეს გვარიიი?!! ტომის კარადას ტომ ნაითშეიდი ეწერა ტომი მიხვდა რას მივშტერებოდი და გაიცინა- დარკი და ნაითშეიდი ვინ იცის იქნებ ისეთივე განუყრელები გავხდეთ როგორც უილი და ჯიმი( წიგნში ბოროტი უილი და ჯიმი მოდის განუყრელი მეგობრები არიან) უბრალოდ მეგობრებზე მეტი ვიყოთ- მე ზიზღით შევხედე, შემდეგ გასახდელისკენ გამიძღვა-აქეთ ბიჭების გასახდელია, აქეთ- გოგოების-შემდეგ გამომცედელი მზერით შემომხედა.- რაიყო იმ დანით შენ თვითონ ხომ არ მოიჭერი ენა, რომლითაც მე მემუქრებოდი? რას დამუნჯდი?
-შენი საქმე არ არის- დაააჰ ჯანადაბა ისევ ის გრძნობა ჩემს სხეულში რაღაც ყვიროდა ,,მოუხადე ბოდიშიი!'' არა ბოდიში, რომ მოვუხადო მიხვდება მის შესახებ რომ რაღაცეები გავიგე. ვერ უნდა მიხვდეს. შემდეგ სპორტდარბაზი მანახა, დირექტორის კაბინეტი, სამასწავლებლო, სასადილო იმის მიუხედავად, რომ უკვე ნანახი მქონდა, დარბაზი სადაც ღონისძიებები იმართებოდა-ძირითადად მუსიკალური, ესეც მოაყოლა. შემდეგ გარეთ გავიდა და ეზოში ჩამოჯდა მიწაზე თანაც მაშინ როცა მის პირდაპირ გრძელი სკამი იყო, ის ზამთრის ცივ მიწაზე ჩამოჯდა. ნუთუ დებილი არ არის.
-დაჯექი მითხრა მშვიდად
-არ მინდა თუ მორჩი კლასში დავბრუნდები.
-დაჯექი რაღაც უნდა გითხრა.- გამომცდელი მზერა შევავლე და დავჯექი.
-იმედია მიხვდი, რომ მეც გაყინულ მიწაზე ჯდომას არ ვაპირებ
-უყურე ვინ მელაპარაკება სიცივეზე რაიყო სახლიდან გამოიქეცი? -შევკრთი, ნუთუ რამე იცის? გამაკანკალა- ხო ხედავ უკვე კანკალი დაიწყე ზამთარში მარტო სვიტერით როგორ დადიხარ გაიყინები.- ღმერთოო გული შემიფრთხიალდა აი თურმე რას გულისხმობდა, კანკალი შევწყვიტე და სახე დავიმშვიდე.
-და ამის სათქმელად ეზოში გამომიყვანე? რა ჭკვიანი ხარ-წამოდგომა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა
-არა სხვა რაღაც უნდა გითხრა, უბრალოდ ახლა შევნიშნე, რომ მარტო ეგ გაცვია. -მოსაცმელიც გაბრიელის მანქანის უკანა სავარძელზე დამრჩა.-რა მოხდა ეგეც სახლში ხომ არ დაგრჩა ჩანთასავით? -რაა? კიდევვ გააკეთა ჩემი ფიქრები ესევ გამოიცნო რა ჯანდაბაა?
-არ მეტყვი რისი თქმა გინდოდა?
-ხო რათქმა უნდა... მოკლედ... მმმ... ბოდიში არ მინდოდა რამის ტკენა-ხელზე მანიშნა- არ ვიცი უეცრად რა დამემართა.... უბრალოდ მაპატიე.... მართლა არ მინდოდა- ვაიმე ცოტათი შემეცოდა ეს დებილი, მაგრამ შევეცადე მაინც გაბრაზებული სახე მქონოდა
-კარგი
-მაპატიებ?
-ვნახოთ.
-თუ მაპატიებ ჩემს ქურთუკს გათხოვებ- ფეხზე წამოვდექი და შევათვალიერე.
-რათ მინდა შენი ქურთუკი?!-ტუჩი შეიჭმუხნა
-რომ არ შეგცივდეს.
-არ მცივა- ცალი წარბი აწია.- რას მიყურებ მართლა არ მცივა- ახლა იმისთვის ვისჯები, რომ მცივანა არ ვარ. სკოლაში შევედით და დერეფანს გავუყევით.
-მაპატიე?- აუუჰ ახლა ეს არ მომეშვება, ჯანდაბას გაიხაროს
-ხო-სახე გაებადრა, ქურთუკი გაიხადა და გამომიწოდა
- მაგიტომ არ მითქვამს- ღიმილი მოიშორა
-დავიჯერო არ გინდა ჩემი ქურთუკის ჩაცმა?
-არანაირი სურვილი არ მაქვს- ვუთხარი და კლასში შევედი. ჩვენს ადგილებზე დავსხედით ელენამ გადმომხედა
-მშვიდობაა?- მე თავი დავუქნიე და გავუღიმე. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ტომმაც იგივე ჟესტით ანიშნა ნიკს რაღაც. ცოტა ხანში ზარიც დაირეკა და სახლში წასვლის დრო დადგა. ტელეფონი ამოვიღე შეტყობინება გავხსენი, გაბრიელის აღმოჩნდა
,,ბოდიში ცოტა დამაგვიანდება სკოლასთან დამელოდე, არ მოიწყინო💚'' გავიღიმე და ტელეფონი ისევ შარვლის ჯიბეში ჩავიდე. ელენა და იზაბელი მომიახლოვდნენ
-ნინა შენი ნომერი ჩაგვაწერინე- ნომრები გავცვალეთ და გარეთ გამოვედით. მე სკამზე ჩამოვჯექი, გოგოები შეჩერდნენ და შემომხედეს
-არ მოდიხარ? -იკითხა იზაბელმა
-არაა ბიძაჩემს ველოდები ცოტა დაიგვიანებს
-არ გცივაა?- მკითხა გაოცებულმა ელენამ
-არაა არ ვარ მცივანა
-აქვე ახლოს კაფეა აი პირდაპირ-იზაბელმა კაფე დამანახა.-წამოდი ყავა დავლიოთ და უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.-დავეთანხმე და გავყევი, მაგრამ გული გამალებით მიცემდა არ მინდოდა ჩემს წარსულზე ლაპარაკი. კაფეში დავსხედით და სამი ყავა შევუკვეთეთ.
-მე და ელენას წარსულზე ლაპარაკი არ გვიყვარს ამიტომ შენც არაფერს გკითხავთ- მგონი შემატყვეს როგორ ამოვისუნთქე - ამიტომ უბრალოდ გვითხარი საიდან ხარ
-საქართველოდან პატარა ქვეყანაა შეიძლება არც იცოდეთ.- იზაბელს სახე გაუბრწყინდა
-როგორ არა ვიცით მე და ელანას ნანახი გვაქვს საქართველოს ფოტოები ძალიან ლამაზია.
-მართლაც- ეს ვთქვი და კაფეში ტომი და ნიკი შემოვიდნენ, ტომმა ნიკს მუჯლუგუნი წაჰკრა და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდნენ.
-შეიძლება დავსხდეთ?- იკითხა ნიკმა, იზაბელი გაწითლდა, ვაიმეე მართლა მოსწოონს, გამეღიმა
-არ ვიცოდი თუ ასე გაგეხარდებოდა - მითხრა ტომმა და დაენარცხა
-არა მოიცა...-ნიკი იზაბელის გვერდით ჩამოჯდა.
-ჩემს მოსვლაზე გაგეღიმა საყვარელო გრძნობებს ვერ მალავ ხომ ხედავ.
-იდიოტი ხარ იციი?!
-ნწუუ.-ელენამ თვალები გადაატრიალა.
-ბიჭებო არ გინდათ აქედან დაახვიოთ?-არააა ხომ ვამბობ მომწონს ეს გოგოო.
-კარგი რაა ელენა ცოტა ხანს რომ მოეშვა ბაბაიაგას როლის თამაშს შეიძლება შემიყვარდე კიდეც.
-შენნაირმა იდიოტმა, რომ შემიყვაროს თავსაც მოვიკლავ.
-აჰაა ისევ შეხედე იზაბელს რა წყნარად ზის- ნიკმა იზაბელს გადახედა და საწყალ გოგოს ყავა ზედ გადაექცა. ფეხზე წამოვხტი
-კარგად ხაარ?
-კი ნუ გეშინია, ეხლავე მოვალ- და საპირფარეშოსკენ წავიდა. ტომს მკაცრად შევხედე
-ხომ ხედავ რა თარსი ხარ მოხვედი თუ არა გოგომ ხელი დაიწვა-რას ვერჩოდი არ ვიცი ეს მისი ბრალი კი არა იმ ბიჭის ბრალი იყო ტომის გვერდით, რომ იჯდა და უცოდველი ლეკვივით იყურებოდა.
-ტომ მგონი ახალი მტერი გამოგიჩნდა- ჩაიქირქილა ნიკმა
-არა ნიიკ რას ამბობ ხომ იცი ყველაზე ძლიერი სიყვარული კინკლაობით იწყება.
-ჯანდაბა ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული იდიოტი იყავი?
-ალბათ გინდოდა გეთქვა საყვარელიო არა? ნიკ ხომ მოვუხდებით ერთმანეთს?- ნიკი დაბნეული მზერით ხან მე შემომხედავდა ხან ტომს.
-კარგი ტომ იოცნებე, შეიქმენი ილუზიები ამ დროს შეიძლება გქონდეს ის რაც ვერასდროს გექნება და ვერასდროს მოიპოვებ.- ნიკმა ცალყბად ჩაიღიმა და წინ გადმოიწია
- გინდა დავნიძლავდეთ? -მეც წინ გადავიწიე და ცალი წარბი ავწიე
-იმაზე, რომ იდიოტი ხარ?
-არა ძვირფასო იმაზე, რომ შენ პირველი შეგიყვარდები- მე გამეცინა.
-მართლა გგონია, რომ შემიყვარდები?
-თუ შენ თავში ასე ხარ დარწმუნებული მოდი დამენიძლავე.
-რაზე? - ტომმა გაოცებული მზერით შემომხედა
-ისე უბრალოდ
-მეღადავები?
-ღმერთო! ენიი მე თუ შემიყვარდი მეტი რაღა გინდა ჩემზე მეტი ჯილდო რაღა უნდა იყოს. აი შენ თუ წააგე მმმ... ცოტა ნაკლები პრიზი მელის შენგან განსხვავებით, მაგრამ არაუშავს ამასაც დავჯერდები.
-იდიოტო მადლობა უნდა თქვა შენკენ, რომ გამოვიხედო.
-მადლობას მაშინ გადაგიხდი, როცა შეგიყვარდები- ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. გაბრიელის მესიჯი მომივიდა
,,სკოლის წინ ვარ სად ხარ?''
,,დამელოდე მოვდივარ'' გავუგზავნე მესიჯი. ყავის ფული გადავიხადე და გასასვლელისკენ წამოვედი
-დროებით ერთადერთო-ელენას დავემშვიდობე და გამოვედი. გაბრიელი აქეთ-იქით იყურებოდა მივედი და მანქანაში ჩავხტი.
-ენიი რა გიჟივით დადიხარ?
-რა შემატყე?-უკანა სავარძელზე გაიხედა და ჩანთაზე და მოსაცმელზე მანიშნა
-ეს აქ იყოო?
-ხოო
-როგორ ვერ შევნიშნე- ჩაიბურტყუნა და მანქანა დაძრა.
YOU ARE READING
უარყოფილი
مغامرةენი ძმის სიკვდილის შემდეგ მშობლებისგან უარყოფილი გახდა. მათ ის მოაშორეს და მიუსაფართა თავშესაფარში წაიყვანეს. ენის ბიძა გადაარჩენს, რომელიც ლონდონში წაიყვანს. ენის წინ ახალი პრობლემები და თავგადასავლები ელის, ის ხვდება ახალი ადამიანების გარემოცვაში...