დაწყევლილი ტბა

28 1 0
                                    


დაღამების პირას დავბრუნდი შინ. ჩემი სახლის კარები გაღებული იყო,დავეჭვდი,მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება. როდესაც ტანსაცმელი გამოვიცვალე,ჩემს ტელეფონზე კვლავ გაისმა ზარის ხმა,იგივე ნომერი იყო,შიშისგან სულ გავფითრდი,ხელები ამიკანკალდა,მაგრამ ჯანდაბას მაინც ავიღე.
ალო,გისმენთ,რომელი ხართ?-მმმ
სიჩუმეა....სიჩუმეა
მოულოდნელად ტელეფონი გაითიშა და კარზე კაკუნი გავიგე,ნიკა იყო ჩემი დეიდაშვილი. ცოტა ხანი მასთან ერთად ვსაუბრობდი,დამაწყნარა მითხრა:ალბათ ვიღაც გამასხარავებსო,მაგრამ მე ესე არ ვფიქრობდი. კინოსაც ვუყურეთ,შემდეგ კი ის წავიდა,მე კვლავ მარტო ვიყავი შინ. საძინებელში შევედი და დავიძინე. ღამე ფეხის ხმა მესმოდა,ძალიან მეშინოდა და თავზე საბანს ვიხურავდი.
დილაუთენია შეშფოთებულმა გავიღვიძე.
უგუნებოდ ვიყავი... ვისაუზმე და კომპიუტერს მივუჯექი,უცბათ კარზე კაკუნი კვლავ გაისმა,მაგრამ ეს კაკუნი არ წააგავდა ადამიანის კაკუნის ხმას. გავაღე და რას ვხედავ არავინ არ არის. მე ვეღარ მოვითმინე და პოლიციას შევატყობინე.მოვიდნენ ანაბეჭდები აიღეს,მაგრამ ვერაფერს გახდნენ,რამდენიმე დღის შემდეგ შევიძინე კატა,რომელსაც ბუბუ შევარქვი. ხშირად ვთამაშობდი,მასთან ერთად,მაგრამ ერთ უბედურ დღესაც სამსახურიდან მომავალს დავინახე რომ ჩემი ბუბუ გათელილი იყო,სავარაუდოდ მანქამან გაიტანა. კარები გამჭირვალე იყო და სისხლებით იყო დასვრილი,ავიღე ნაჭერი მაგრამ ვერაფერს გავხდი,ვერ გავწმინდე,ყოველ ღამე როდესაც გამომეღვიძება და ლოგინიდან ავდგები,მეჩვენება თითკოს ბუბუს იქით ვიღაც დგას და იმალება,ცდილობს დამალვას და შემდეგ ქრება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 26, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დაწყევლილი ტბა(სულები)Where stories live. Discover now