ჰინატა P.O.V
გათენდა, საწოლიდან ადგომა არ მინდოდა, საშინლად ვგრძნობდი თავს. ალბათ იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე, ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერს დავთმობდი, ის ისე ძლიერ მიყვარს...
მაგრამ ამ გრძნობას რასაც სიყვარული ჰქვია აქ უნდა დავუსვა წერტილი.
დროიყო ავმდგარიყავი და სამსახურში წავსულიყავი შემდეგ კი მეგობრები უნდა მენახა. დასრულდა სამუშაო საათები, მეგობრებთან გავედი. ვესაუბრე იმაზე თუ რამოხდა გუშინ.
მინა—არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი რთულია მაგრამ დროა ის დაივიწყო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა!
ვფიქრობდი მინას სიტყვებზე. ის მართალი იყო. რატომ უნდა დამენგრია სუჰოს გამო ცხოვრება. მე ხომ შემიძლია სხვა შევიყვარო რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს. მე ხომ ძლიერივარ და არასდროს ვნებდები. გავიმხნევე თავი და მომღიმარი სახით მინას შევხედე.
მე— სადმე წავიდეთ მინდა რომ გავერთოთ
ამ სიტყვებმა მინა ძალიან გაახარა
მინა— სადმე ბარში წავიდეთ ცოტა დავლიოთ და დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი.
ბარში წავედით ძალიან ბევრი დავლიეთ, გავერთეთ. იმის მიუხედავად რომ ჩემს ცხოვრებაში ორი დღის წინ დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი ამ დღემ ყველაფერი დამავიწყა და გამაბედნიერა. შემდეგ კი რა მოხდა აღარ მახსოვს.
YOU ARE READING
Unexpected Love
Historia Corta20 წლის ჰინატას ისტორია რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება