ჰინატა P.O.V
როგორც იქნა გათენდა. ადგომა არ დამზარებია რადგან მოუთმენლდ ველოდი დროს როცა ჯიმინს შევხვდებოდი. როგორც ყოველთვის ჩაიარა სამსახურმა. როდესაც სახლისკენ მოვდიოდი ტელეფონზე მესიჯი მივიღე. ეს ჯიმინი იყო. მომწერა დრო და მისამართი. სახლისკენ გზა არც გამიგრძელებია, გამოვბრუნდი და ჯიმინისკენ გავემართე. ის უკვე იქ იყო. ის ძალიან სიმპატიურია! ჩემკენ შემოტრიალდა, დამინახა და გამიღიმა. მეც გავუღიმე და მას მივუახლოვდი.
ჰინატა— გამარჯობა
ჯიმინი—გამარჯობა, როგორ ხარ?
ჰინატა— არამიშავს, შენ?
ჯიმინი— მეც. დღემ როგორ ჩაიარა?
ჰინატა— ნორმალურად
ის ძალიან თბილია, ის ისე მესაუბრებოდა თითქოს დიდი ხანია ვიცნობ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ვსეირნობდით, შემდეგ შუა მინდორში წამოვწექით და შევყურებდით ვარსკვლავიან ცას. მშვენიერი იყო, მე ძალიან მომწონდა ეს გარემო და თითქოს მაბედნიერებდა ჯიმინთან ყოფნა იმის მიუხედავად რომ მე მას არვიცნობ.
ჯიმინი— უცნაურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ეს ხომ მხოლოდ გართობა იყო, მაგრამ შენ მე უფრო მეტი მაგრძნობინე, დიდი ხანია ეს გრძნობა არ დამუფლებია, მაგრამ შენ შეძელი ჩემში ამის გაღვივება. შენ განსაკუთრებული ხარ, შეიძლება არდამიჯერო, რა თქმა უნდა რთულია იმის დაჯერება თუ როგორ მოვახერხე ერთ დღეში ეს, მაგრამ მე შენ ნამდვილად მიყვარხარ!
ჩემთვის ეს სიტყვები რატომღაც მოულოდნელი არ იყო, ვფიქრობდი რომ მას ეს უნდა ეთქვა, მეც არ დავაყოვნე მისკენ მივტეიალდი და ვუთხარი
ჰინატა— მეც მიყვარხარ, თუმცა მეც მიკვირს თუ როგორ შევძელი ერთ დღეში შენი შეყვარება.
ის ჩემსკენ მოტრიალდა თვალებში შემომხედა და გამიცინა, ნელ ნელა თვალი ტუჩებს მიაბჯინა და მაკოცა.
არ მიცდია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამ კოცნით ის უფრო და უფრო იჭრებოდა ჩემს გრძნობებში, წელზე ხელი შემომხვია და ძლიერად ჩამიკრა გულში. მე ვგრძნობდი მის სურნელს, ის ისე ძლიერად მეხუტებოდა, მას არ უნდოდა ჩემი გაშვება და ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო შეგრძნება იყო.
YOU ARE READING
Unexpected Love
Historia Corta20 წლის ჰინატას ისტორია რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება