1

37 4 3
                                    

ჩემი სახელია კატო. ვარ 14 წლის მყავს დედა და მამა. ვარ დედისერთა.ამ ამბის დაწერა სინამდვილეში ძალიან მეზარებოდა, მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ უნდა გაიგოს.ყველაფერი დაიწყო ერთი ჩვეულებრივი დილით. დილის შვიდი საათი იყო დედაჩის ხმა რომ გავიგე:
-კატო გაიღვიძე
-მმმმმ
-კატო გაიღვიძე(თან მანჯღრევს)
-მმმმმმ
-კატო ადექი თორემ პიჟამათი გაგიშვებ სკოლაში.
მე დამარცხებული ვდგები საწოლიდან და სკოლისთვის ვიწყებ მზადებას.
  სწავლის დაწყებას ჩემი ოთახიც ჩემნაირად ,,შეეგუა".შეეგუა ბრჭყალებში იმიტომ დავწერე, რომ ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი შეგუებას: ფეხსაცმელები და წინდები ხან იქით ეყარა, ხან აქეთ(ვგულისხმობ,რომ ფეხსაცმელების და წინდების ყველა წყვილი ცალცალკე იყო უწესრიგოდ მიყრილი), მაიკები და შარვლები კი ისე ეყარა ოთახში შემოსვლა ჭირდა.
სამ თვიანი არდადაგების შემდეგ სულ გამოლაყებული მაქვს თავი და არ შემიძლია სწავლას მივუბრუნდე მითუმეტეს, რომ წლის ბოლოს გამოცდებია(მეცხრე კლასში ვარ).ჩავიცვი შავი კაბა და თეთრი ზედა(ფორმა არ არის უბრალოდ სწავლის პირველი დღეა) და წავედი სკოლაში.სკოლაში შევხვდი ჩემს მეობრებს თიკოს, ტასოს და კესოს(სხვებსაც შევხვდი,მაგრამ ვისი ნახვაც გამიხარდა ის დავწერე).ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და მიუხედავად სწავლის პირველი დღისა გაკვეთილზე დავჯექით. პირველი გეოგრაფია გვგქონდა.გეოგრაფიას ვერ ვიტან. იგივე ჭკუაზე არიან ჩემი მეგობრებიც.
ეხლა გეოგაფიის გაკვთილია. მე და თიკო ერთად ვზივართ,ხოლო ტასო და კესო ჩვენს უკან(როგორც ყოველთვის).თავში ათასი აზრი მიტრიალებს,მაგრამ ამ აზრებს ერთი გამოეყოფა და მეც შემიყრობს.ამ აზრს თიკოს ვუმხელ:
-თიკო
-რა გინდა?
-გეოგრაფია ხონ გეზიზღება?
-რა იყო კატო ამოღერღე რა გინდა.
-არ გინდა მე, შენ, კესო და ტასო შატალოზე წავიდეთ?-მასწავლებელი გვაჩუმებს და ფურცლებს ვიყენებთ დიალოგის გასაგრძელებლად:
-რა შატალო კატო სულ გადაირიე?
-რა იყო არასდროს არ ვყოფილვართ-თიკო ჩაფიქრდა.
-მაინც ვერ წავალთ-თქვა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.-ოქმებს შეგვიდგენენ და მშობლებს დაიბარებენ.
ამან ცოტა დამაფიქრა,მაგრამ ჩემი არ დავიშალე და წერა განვაგრძე:
-მეცხრე კლასში სირცხვილია შატალოზე არ წავიდეთ.ამბობენ რომ ყვლაზე კარგი დრო მეცხრე კლასია შატალსთვის, თანაც შემდეგი რუსული გვაქ.
როგორც იქნა დავითანხმე თიკო და კესოს და ტასოს მივუბრუნდით. მათ დათანხმებას დიდი დრო არ დასჭირვებია, პირიქით. სიტყვა შატალო, რომ ვახსენეთ კინაღამ წამოიყვირეს
სიხარლით.
     
გადაწყდა. შატალოზე მივდივართ😁
      

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 15, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შატალოWhere stories live. Discover now