თავი VII

186 14 0
                                    


  ჰინატა P.O.V

ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, მე ის მაბედნიერებდა, მან წარსული დამავიწყა. ყველა ჭრილობა მომიშუშა და დღითიდღე, უფრო და უფრო მიყვარდებოდა. მასზე ფიქრში ჩაფლული ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა

ჯიმინი—როგორ ხარ?
ჰინატა— ძალიან კარგად, შენ?
ჯიმინი—მეც, მინდა ჩემთან დაგპატიჟო ვახშამზე? რასიტყვი?
ჰინატა— სიამოვნებით გესტუმრები
ჯიმინი— კარგი საღამოს შევხვდებით, მიყვარხარ
ჰინატა— საღამომდე, მეც მიყვარხარ

მისი ეს სიტყვები უბედნიერესს მხდიდა, მინდოდა სულ მასთან ვყოფილიყავი. მოითმენლად ველოდი საღამოს. როდის ვანხავდი მას და როდის ჩამიკრავდა გულში.
ეს დროც დადგა. მივადექი ჯიმინის სახლს. ზარი დავრეკე, ჯიმინმა კარები გამიღო და შინ შემიპატიჟა. მაგიდასთან მივედი დავსხედით, ვივახშმეთ, ვისაუბრეთ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო.

ჯიმინი— ახლა დესერტის დროა, წავალ მოვამზადებ
ჰინატა— შემიძლია დაგეხმარო

მას უარი არუთქვამს, შევედით სამზარეულოში, დაიწყო დესერტის მზადება, მას ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა მე გვერდით ვიდექი და ვუყურებდი მის დაძარღვულ ხელებს, უკნიდან მივედი და ჩავეხუტე. ჯიმინი ნელა ჩემსკენ შემოტრიალდა ძლერად ჩამეხუტა და შემდეგ მაკოცა, მისი ტკბილი და თბილი ტუჩები უფრო და უფრო მიღვივებდა გრძნობებს, წელზე ხელები შემომხვია და მაგიდაზე დამსვა, მთელ ტანზე დამიწყო კოცნა, ეს ისეთი სასიამოვნო იყო, ჟრუანტელი მივლიდა ტანში, ხელში ამიყვანა ფეხები წელზე შემოვხვიე და ოთახისკენ წამიყვანა, თან მკოცნიდაა, ოთახში შევედით, ლოგინზე დამაგდო, ის ზემოდან მოექცა, მაისურში ხელები შემიცურა და გამხადა, მე ვგრძნობდი მის თბილ ტუჩებს თუ როგორ მეხებოდა მთელ სხეულზე, ვიგრძენი, როგორ დამიარა ცხელმა ჟრუანტელმა და ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე სიამოვნებისგან. ერთიანად ახურებული, უღონოდ ვგრძნობდი მის მძიმე სხეულს და ვცდილობდი ის ბოლო საღი აზრიც არ დამეკარგა. ვგრძნობდი როგორ ვიკარგებოდი გრძნობებში, ჯიმინით მოცული ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე გარდა იმისა რომ მე ის მიყვარდა.  

Unexpected LoveWhere stories live. Discover now