1800 წელს კორეის ტახტზე ავიდა მეფე ჯეონგჯოს ვაჟი, სუნჯო. ჯეონგჯოს გარდაცვალების შემდეგ პატრიარქატულმა ფრაქციამ გააერთიანა ძალაუფლება დედოფალ დოვაგერ ჯეონგსუნის მმართველობის ქვეშ, რომლის ოჯახს ჰქონდა ძლიერი კავშირები პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მათ დაიწყეს
კათოლიკეების დევნა. დედოფალ დოვაგერის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური მოღვაწეები თანდათანობით გააძევეს და მომგებიანმა ფრაქციებმა, როგორიც იყო ანდონგ კიმის ოჯახი და კიმ სო-სუნი, დედოფლის მამა, მოიპოვეს ძალაუფლება. თანადათანობით ანდონგ კიმის ოჯახი გახდა სამეფო ტახტის მფლობელი.მოღალატე ოჯახმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. იყიდებოდა მაღალი და დაბალი რანგის წოდებები. თუ ფული გექნებოდა შეგეძლო გენერალიც გამხდარიყავი. დაიწყო სიღარიბის ხანა. კორეის არაკანონიერ მეფეს, ანდონგ კიმს, არ ადარდებდა მოშიმშილე ხალხი და საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა.
ტახტზე ასვლიდან 9 წელი გავიდა. კიმ ჯონ ინი, "მეფის" ერთადერთი მემკვიდრე იყო. 20 წლის ახალგაზრდა ჭაბუკი არ ჰგავდა მამამის. გამოირჩეოდა არნახული გულკეთილობით. ამიტომ ღამ-ღამობით როცა, ყველას ეძინა სასახლიდან იპარებოდა. ღარიბ სოფლებში დადიოდა და ხალხს საკვებით ამარაგებდა. ხალხისთვის ის გმირი იყო, რომლის ვინაობაასაც ვერავინ გეტყოდათ. იცოდნენ მხოლოდ ის რომ არსებობდა ერთი ვაჭარი რომელსაც ხალხზე გული შესტკიოდა და მათ ეხმარებოდა. ეს ვაჭრის ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი კი კიმ ჯონ ინი იყო. რათქმაუნდა ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებდა. მისი ერთგული მეგობრები ეხმარებოდნენ. პაკ ჩანიოლი და კიმ ჯონდე. პაკ ჩანიოლი ჯარების მხედართმთავრის ვაჟი გახლდათ. ხოლო კიმ ჯონდე ანდონგ კიმის ძმიშვილი. სამეული ბავშვობაში ერთად იზრდებოდა, თუმცა ანდონგ კიმის ტახტზე ასვლის შემდეგ მათ შორის უხილავი კედელი აღიმართა. მიუხედავად ამისა ისინი მაინც მეგობრებად დარჩნენ და ყოველ ღამე უბრალო ვაჭრები ხდებოდნენ.
ერთხელ, მათი გაპარვა საბედისწერო აღმოჩნდა...
--------------------------------Hello!.. ნუ არ ვიცი ჩემი დაბრუნება გაგიხარდათ თუ არა მაგრამ დავბრუნდი, ახალი ფიკით. რაღაც განსხვავებულის დაწერა მინდოდა და ვწერ კიდეც. ასეთი სტილის ფიკი ჯერ არ შემხვედრია(ყოველშემთხვევაში ქართულად) ამიტომ გადავწყვიტე მე დამეწერა. ფიკი არის ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული მაგრამ ბევრი რამ არის შეცვლილი. ეს შესავალია, ასე რომ მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება.
YOU ARE READING
사랑이나 복수?
Historical Fiction° -რის გაკეთებას აპირებ? -ერთადერთი რაც მსურს მისი სიკვდილია. °