უცნობი -1-

29 6 8
                                    

წყვდიადში ერთადერთი მანათობელი სხივი მთვარიდან მოდის. როგორც ჩანს დღეს ის მარტოა ვარსკვლავების გარეშე. მარტოა კიმ ჯონინიც. არა, მთლად მარტოც არ არის. მასთან ერთადაა პაკ ჩანიოლი და კიმ ჯონდე. სამივე მათგანი გზას მიიკვლევს იმ ადგილისკენ სადაც მათი დახმარება სჭირდებათ. ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა გამეფებული. მაღალი, ტლანქი ხეები ზემოდან გადმოჰყურებენ ეტლს რომელშიც მეფის ვაჟი მშვიდად არის მოკალათებული. თუმცა მხოლოდ ისინი როდის არიან მისი ყურებით გართულები? ბევრად უფრო ბნელი თვალები უყურებს მათ. დროა. ბნელი თვალების პატრონი სამალავიდან გამოდის. უკან 40-მდე შეიარაღებული მამაკაცი მოჰყვება. მეეტლეს ყვირილი უნდა, მაგრამ ისარი რომელმაც მის გულში ჰპოვა ადგილი ამის საშუალებას არ აძლევს.
-ყველაფერი აიღეთ რის აღებასაც შეძლებთ, ხელისშემშლელი ფაქტორები გზიდან ჩამოიშორეთ!-მაღალმა, ტანადმა მამაკაცმა მისი ბოხი ხმით გასცა ბრძანება. რომელსაც უკლებლივ ყველა დაემორჩილა. ყიჟინითა და ხმლების ქნევით დააატყდნენ თავს ეტლს. ცხენებს ერთი ხელის მოსმით წააცალეს თავები. საკვები, სასმელი, მონეტები. ყველაფერი აიღეს რისი აღებაც შეეძლოთ. ეტლის კარებს მიადგენენ, თუმცა სანამ გაღებას მოახერხებდნენ ის თავად გაიღო და მაღალი, უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა იქიდან ხმლით ხელში.

-ადგილზე დარჩით!-უბრძანა ჯერ კიდევ ეტლშიმყოფებს. ხმალი ჰაერში დაატრიალა და შუაზე გაფატრა მისკენ გამოქცეული, შავებში გამოწყობილი ქურდი. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მას კიდევ სხვა და ასე უსასრულოდ. უკვე დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა ამ ქურდებს უფლებას ვერ მისცემდა მეფისვაჟისთვის და დისწულისთვის რამე დაეშავებინათ.

-კარგად იბრძვის არა?-გადაულაპარაკა ოდნავ დაბალმა მამაკაცმა, მის ლიდერს.

-მშვილდისარი მოამზადე და დაასრულე-ცივად გასცა ბრძანება, თუმცა გულში აფასებდა კიდეც ახალგაზრდას ოსტატობას და სხვისი დაცვის სურვილს. მისმა თანამოძმემ მშვილდისარი ხელში აიღო, კარგად დაუმიზნა და გაისროლა. ისარი ალბათ მიაღწევდა კიდეც დანიშნულების ადგილს შუაზე რომ არ გადატეხილიყო. არა, სასწაული ნამდვილად არ მომხდარა, რომელმაც პაკ ჩანიოლი გადაარჩინა. უბრალოდ ერთმა "კეთილმა" ადამიანმა იფიქრა რომ ეს ბიჭი სიკვდილს არ იმსახურებდა, თავადაც მოიმარჯვა მშვილდისარი და ქურდის ნასროლი ისარი თავისი ისრით გატეხა. ცოტახნით სიმშვიდემ მოიცვა იქაურობა. შემდეგ კი შავებში გამოწყობილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ერთერთი მაღალი ხიდან ჩამოხტა და ადგილი მასზე ბევრად მაღალი ბიჭის გვერდით დაიკავა.

사랑이나 복수?Where stories live. Discover now