"- რატომ გიყვარვარ?
- უმიზეზოდ. სიყვარული თუ რაიმე მიზეზის გამოა, ეს გრძნობა მაშინვე გაქრება როდესაც მიზეზი აღარ იარსებებს.
- როდის შეგიყვარდი?
- პირველი დანახვისას.
- რატომ არ მეუბნებოდი?
- გიცნობდი. ვიცოდი რომ დამცინებდი.
- გული გატკინე?
- კი.
- მაპატიებ?
- დასაკარგი არაფერი მაქვს.
- მეც მიყვარხარ. ცხოვრების ბოლომდე იქნები ჩემთან ერთად?
- სხვანაირად არ გამოვა.
- რატომ?
- ერთ წუთში მოვკვდები შენ კი აქედან გასვლას ვერ მოასწრებ.
- აქამდე უნდა მეთქვა და ახლა უფრო დიდი ხანი ვიქნებოდით ერთად.
- არაუშავს. ბოლო სურვულს შემისრულებ?
- რა თქმა უნდა.
- ჩემი პირველი კოცნა მოიპარე. - ის დაიხარა და გოგონას აკოცა რომელიც თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა მაგრამ სიმაღლე არ ეყო და ამიტომ ახლა აქ კვდებოდა. ის ტკივილს ვეღარ გრძნობდა და მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლეს ასრულებდა, ეს მისი საუკეთესო დღე იყო. ბიჭი გაიწია და ცრემლ-ნარევი ხმით უთხრა.
- არ დამტოვო. მიყვარხარ. თავის მოკვლა გამოსავალი არასდროსაა. - გოგომ გაიღიმა და უთხრა.
- მე კლდის პირას ვიჯექი. მან მხოლოდ ხელი მკრა. არასდროს დაგტოვებ. სულ შენთან ვიქნები. მუდამ მეყვარები, მიუწვდომელო ბიჭუნავ. - გოგომ თვალები დახუჭა და მისმა სულმა სამუდამოდ დატოვა სხეული. ბიჭი ხმამაღლა აქვითინდა და ბოლოს დაიჩურჩულა.
- მხოლოდ შენ მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე."
- ესაა ჩემი ცხოვრების ისტორია. მან სამუდამოდ განისვენა მაგრამ არ დავუტოვებივარ. მუდამ ჩემთანაა. მეც არ დამირღვევია პირობა და სიცოცხლის ბოლომდე მიყვარს. - უთხრა მოხუცმა, რომელიც სადაცაა სიცოცხლე დალევდა ახლგაზრდა ექთანს. - ახლა კი სამუდამოდ მასთან წავალ. - თვალები დახუჭა და სამუდამო ძილს მიეცა.
YOU ARE READING
მიუწვდომელი ბიჭუნა
Romanceპატარა მოთხრობა მარადიული სიყვარულის შესახებ. გთხოვთ წაიკითხოთ.