1809 წელი, 22 ოქტომბერი.
სასახლეში არეულობაა. ყველა დიდი მონდომებით ასრულებს საკუთარ სამუშაოს. მეფე აღელვებულია. ჩინეთის მართველის ვაჟი, კიმ მინ სოკი და მისი დიშვილი, დო კიონ სუ, მეფე ანდონგ კიმთან მშვიდობის დასამყარებლად ჩამოდიან. ჩინეთსა და კორეას შორის დაძაბული ურთიერთობის მოწესრიგება მარტივი საქმე არ არის, ამიტომ ჩინეთის მმართველმა უბრალო ელჩის გაგზავნას, საკუთარი უფროსი ვაჟისა და დიშვილის გაგზავნა არჩია. ანდონგ კიმისთვის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგება და ომის აცილება წინგადადგმული ნაბიჯია. ამით საკუთარ ადგილს სამეფო ტახტზე კიდევ უფრო გაამყარებს, ვინ იცის იქნებ ხალხის პატივისცემაც დაიმსახუროს.წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სასახლის კარები გაიღო და სამეფო ეტლი შემოვიდა. მცველებმა მაშინვე ამცნეს მეფეს, დიდი ხნის ნანატრი სტუმრების მოსვლის ამბავი.
სამეფო ტახტზე მოკალათებული ანდონგ კიმი, მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ მხოლოდ მან იცოდა რა ძვირად უჯდებოდა ეს სიმშვიდე. შინაგანად მისი სხეული მთლიანად მღელვარებას მოეცვა. თუ ეს მოლაპარაკება არ ჩაივლიდა, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა.
-კეთილი იყოს თქვენი მშვიდობით ჩამობრძანება. მსახურებმა მოსასვენებელი უკვე მოამზადეს. ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ჯერ დაისვენებთ. შემდეგ ჩემს ოჯახს გაგაცნობთ და მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ.-მეფე ცდილობდა მღელვარება ღიმილით დაეფარა და გამოსდიოდა კიდეც. როდესაც კიმ მინ სოკისგან თანხმობა და თავისდაკვრა მიიღო პატივისცემის ნიშნად, წამით სხეული სიმშვიდემ მოიცვა. მზერა ჩინეთის მთავრის დიშვილზე გადაიტანა. დო კიონ სუ შეუვალი გამომეტყველებით იდგა მეფის წინაშე. მთელი აქ ყოფნის მანძილზე ხმას არ იღებდა. უბრალოდ უყურებდა მეფეს და მის თვალებში რაღაც ამოუცნობი ჩანდა.
მოსამსახურეებმა სტუმრები თავიანთ ოთახებამდე მიაცილეს და თავად ჩაის მოსამზადებლად წავიდნენ. როგორც მინ სოკმა მოითხოვა ორივე ერთ, დიდ ოთახში მოათავსეს.
YOU ARE READING
사랑이나 복수?
Historical Fiction° -რის გაკეთებას აპირებ? -ერთადერთი რაც მსურს მისი სიკვდილია. °