***

2K 174 115
                                    

მოამზადეთ წარმოსახვის უნარი და რაც მთავარია საკუთარი თავები, რადგან მომდევნო რამოდენომე წუთი, სრულ ნეტარებაში გადაგიშვებთ, ცრემლითა და სევდით მოცულ ნეტარებაში.

2015 წელი. 13 თებერვალი. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

***

13.02.2015.

დილით სახეზე ნაზი შეხება მაღვიძებს. ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ და როდესაც ვაანალიზებ ვინ შეძლება იყოს ამ ნაზი ტუჩების პატრონი, მაშინვე ღიმილი მესახება, თუმცა თვალებს ისევ არ ვახელ. ის, კი აგრძელებს კოცნებს, სახის თითოეულ წერტილზე ტუჩებს ამოგზაურებს , თითქოს ცდილობს უკეთ შეისწავლოს მისი გემო, ფორმა, სინაზე. როგორც იქნა ჩემს ტუჩებამდეც ჩადის და ნაზად მეამბორება. კიდევ ერთხელ გამეღიმა და ხელები ჩემს ზემოდან მოქცეულ განიერ სხეულს შემოვჭიდე. უკვე ბოლო რამოდენიმე თვეა, ჩემი ყოველი დილა ასე იწყება, მაგრამ ეს სულაც არ მბეზრდება, პირიქით, ყოველ დღე ახალ-ახალ შეგრძნებებს ვიძენ. მგონი ამაზე უკეთესი დღის დასაწყისი არც არსებობს, გაიღვიძო საყვარელ ადამიანთან ერთად ამბორში.

-გაგაღვიძე საყვარელო?- დილის დაბოხებული ხმით მეკითხება, როდესაც თვალებს ვახელ და პირდაპირ სახეში შევციცინებ.

-საუზმეს მოგიმზადებ.-წამში ფეხზე წამოხტომა სცადა, თუმცა მკლავი მალევე დავუჭირე და ზემოდან მოქცეულს წელზე ფეხები შემოვხვიე. ახლა ისე ვეკვროდი, როგორც პატარა კოალა ხეს.

-ჯანდაბაშიც წასულა საუზმე. ადგილზე დაეტიე ჩემს გვერდით.-ხმა მაქსიმალურად გავიმკაცრე. მიუხედავად იმისა, რომ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაინც არ მყოფნიდა მისი სითბო. მინდოდა ყოველ წამს მისი შეხება შემეგრძნო, მის მკლავებში გარინდულს ნაზად მეგრძნო მისი სუნთქვა და ტუჩები ჩემს ცხელ კანზე.

ორეული (სრულად)Where stories live. Discover now