ნიუ-იორკი
08:44ამ მომენტამდე.
"რა გაძლევთ ინსპირაციას, ამგვარი ნოველების დასაწერად?"
იუნგი ჭიქიდან წყალს სვამს.
თმას ისწორებს.
ახველებს."მე სიყვარულის მჯერა და იმისიც, რომ მას არანაირი ჟანრი არ აქვს.
შენ შეგიძლია ნებისმიერი რამ გიყვარდეს დედამიწაზე. შეიძლება ჩიტი, პეპელა ან თუნდაც წიგნი... შეგიძლია, ის იგრძნო რაც გინდა. იმის მიმართ, ვის მიმართაც გინდა. არავინ უნდა გაკრიტიკებდეს, იმის გამო თუ რას გრძნობ."ასობით ადამიანს ავლებს თვალს.
"ვნება, ეს ხელოვნებაა. გრძნობა, რომელსაც იმ ადამიანის ან საგნის შეხებით გრძნობ, რომელიც გიყვარს - ესეც ხელოვნებაა. სიყვარული ნამდვილია, ირწმუნეთ ეს."
ადამიანმა, რომელმაც ეს შეკითხვა დასვა, სკამზე ზის, სახეზე ღიმილით.
იუნგი ახლა ცნობილი მწერალია.
ცნობილია, თავისი სასიყვარულო ნოველებით.
იუნგის ყოველთვის უნდოდა, გამოეხატა რასაც ამ წლების განმავლობაში გრძნობდა.
უნდოდა მსოფლიოს გაეგო, რასაც განიცდიდა.
გაეგო, თუ როგორ შეუყვარდა შეცდომით.
როგორ მოსწონდა, როცა ეხებოდა.
მაგრამ, არავისთვის არაფერი უთქვამს მის შესახებ.
მისი ძმის შესახებ.
უნდოდა გულში ისე შეენახა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. უნდოდა მისი საიდუმლო ყოფილიყო.
გული სტკიოდა ყოველ წამს, როცა ტელევიზორში ხედავდა, მეუღლესთან და ვაჟთან ერთად.
ასეთია ცხოვრება.
ერთს გართმევს, მეორეს გჩუქნის.
არაფერია.
იუნგი შეეჩვია.
მასზე ფიქრობს, და უბრალოდ იღიმის. ამდენი ადამიანის წინ.