ქუჩაში ღამეა.
უკუნითი სიბნელეა და სიჩუმეს რომელიც ღამის ქუჩებში არის გამეფებული მხოლოდ წვიმის წინწკლები არღვევს.
ეცემა ერთი, ორი, სამი...
მერე კი ასე უსასრულოდ იწყებს ცა ჩამოქცევას.
ისეთი სიბნელეა რთულია გაარჩიო რაიმე სახის სილუეტი, თუმცა როდესაც ცას ელვა ნათელს მოჰფენს, ფანჯრებიდან ნათლად ჩანს ბიჭი შავებში.
ხალხი ამბობს რომ ის უბრალოდ დგას, მაგრამ ხალხი ყველაფერს ამახინჯებს.
რეალურად ის ცეკვავს, ცეკვავს ემოციებით წვიმის მელოდიაზე.
ის ყოველი წვიმის დროს გარეთ გამოდის, ყოველი წვიმის დროს შავ სამოსშია გამოწყობილი და ყურს უგდებს მელოდიას.
ერთი... ორი... სამი...
ნაბიჯებს უწყობს.
ერთი... ორი... სამი...
ემოციებს უშვებს.
ერთი... ორი... სამი...
თავდავიწყებით ცეკვავს.
ქალაქში დადის ლეგენდები რომ მას ყოველთვის შავები არ ეცვა, ერთ დროს საპირისპირო ფერის სამოსს ატარებდა, თუმცა გაიცნო ვიღაც...
ვიღაც ვინც ყველაფერი შეცვალა.
ვიღაც ვინც თავდავიწყებით შეუყვარდა, ამბობენ რომ თეთრებში შემოსილი შავტუხა, გარეთ მარტო აღარ იდგა.
მის გვერდით იყო ადამიანი რომელიც უყვარდა, ადამიანი რომელსაც ყოველი წვიმის დროს ეცეკვებოდა და ერთად იცლებოდნენ უარყოფითი ემოციებისგან და დადებითი ემოციებისგან დამთვრალები ისე კისკისებდნენ რომ მთელ ქალაქს ესმოდა მათი.
ერთხელ, ვიღაცას მათ მცირედ თუმცა ვგონებ უკანასკნელ დიალოგზეც მოუკრავს ყური
-მიყვარს, შენთან ერთად ცეკვა მიყვარს მშვენიერო...
-მაშ უსასრულოდ მეცეკვე.
თურმე ამ კაცს ისიც დაუნახავს როგორ გაუწოდა ბეჭედი შავტუხამ დახვეწილ ბიჭს, მაგრამ საპასუხოდ არაფერი მიიღო.
იმ დღის შემდეგ მისი მარადიული სიყვარული აღარ გამოჩენილა, უბრალოდ აღარსად ჩანდა.
მის კვალსაც კი ვერ პოულობდა, ყველასთან კითხულობდა
'წვიმის მოყვარულ ქერა ბიჭი, ჩემზე შვიდი სანტიმეტრით დაბალი, სადმე ხომ არ შეგხვედრიათ?'-ო.
ისე ხშირად კითხულობდა რომ, ზოგიერთი ადამიანი ბიჭს მასთან ერთად ეძებდა, თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო რომ მან მისი უსასრულო სიყვარულის სახელი არ იცოდა.
არ იცოდა რა ერქვა ქერა ბიჭს, რომელიც წვიმაში პარტნიორობას უწევდა, მანამ სანამ ყველაფერი გააფუჭა.
გავიდა ორი თვე და ვერ იპოვა, წვიმის დროს აღარ ცეკვავდა, სეულის ქუჩებში დახეტიალობდა და მის ძიებაში იყო.
გავიდა ორი წელი, კვლავ ეძებდა.
ეძებდა, თუმცა შედეგი არაფერი იყო.
გავიდა ოთხი წელი, ის კვლავ დაინახეს როგორ ცეკვავდა და როგორ ამშვენებდა წვიმას, თუმცა იყო რაღაც შეცვლილი მასში.
შავი ფერი, მგლოვიარე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი.
გავიდა ხუთი წელი, აღარაფერი იცვლებოდა. ბიჭი ცეკვავდა და ცეკვავდა, მარტოდმარტო სეულის უკუნ ქუჩებში.
თითქმის ყოველდღე წვიმდა, თითქოს ცა რომლის ქვეშაც ბიჭი ყოველთვის იდგა, მის ტკივილს გრძნობდა და იმისათვის რომ ოდნავ მაინც გაექარვებინა ის, ლამაზ წინწკლებს უვლენდა წვიმის მოყვარულ ბიჭს.
იმ წყეულ დღეს როდესაც შავგრემანი მარტო დატოვა მისთვის ერთადერთმა სიყვარულმა, წვიმა არ მოდიოდა, ხუთი წლის განმავლობაში იმ დაწყევლილ დღეს წვიმა არ იყო, არადა სწორედ მსგავს დღეს ჭირდებოდა მამაკაცს რომ ეხილა მისი საყვარელი სტიქიური მოვლენა, შემდეგ გარეთ გასულიყო და ამ დღის შესახებ მოგონებები ჩამოერეცხა როგორც ჭუჭყი, მაგრამ არა!
ცა ამის უფლებას არ აძლევდა, არ აძლევდა უფლებას რომ გაექრო ტანჯვა და ყველა ბინძური აზრი მის შესახებ.
მეექვსე წელს გაწვიმდა, მეექვსე წელს - 15 მაისს გაწვიმდა.
წვიმის მოყვარული ბიჭი გარეთ, ტკივილნარევი სიხარულით გავიდა, შავები ეცვა.
იმ ადგილას გავიდა სადაც დატოვეს, იმ ადგილას სადაც მარტოობა შეიგრძნო.
წვიმდა და ასფალტზე ყვავილი იდო, თეთრი ლილია რომელსაც დაჭკნობა დაეწყო.
ახლა მისი თვალებიდან წამოვიდა წვიმა და მუხლებზე დაემხო, ბოლო ხმაზე იღრიალა, ამოუშვა ყველა ემოცია რაც კი ამ წლების მანძილზე დაგროვოდა მას.
უკნიდან შეხება იგრძნო.
-თემინი.-ნერწყვს ყლაპავს ასევე შავებში ჩაცმული ბიჭი და სრულიად უცხო პიროვნებას ეხვევა.
ალბათ თქვენც გსმენიათ ისტორია ბიჭზე რომელიც ყოველი წვიმის დროს შავებში გამოწყობილი გარეთ გამოდის.
ალბათ გსმენიათ, როგორ იდგა ის ქუჩაში და როგორი ცარიელი თვალებით შეჰყურებდა ცას ის.
ყოველი წვიმის დროს, სეულის ცენტრში მარტოდ-მარტო იდგა.
უყურებდა ცას, რომელსაც ყოველთვის ესმოდა მისი და ყოველთვის როცა თავს შეუძლოდ გრძნობდა, წვიმას იწყებდა~
ეს ბიჭი ჯონგინი იყო.
ბიჭი რომელიც ყოველი წვიმის დროს ქუჩაში კი არ იდგა არამედ ცეკვავდა წკაპუნის მელოდიაზე და ემოციებისგან სრულიად იცლებოდა~
ეს ბიჭი მე ვარ.
ადამიანი რომელსაც დღემდე სწამს რომ ცას მისი ესმის. 👑