როუზი

300 10 0
                                    

Characters:
როუზი

      Characters:                როუზი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჰაროლდი


ბენჟამინი


ჯეიმსი

ღრუბლებში მართლაც არსებობს სამეფო ამ სამეფოს ერთ დროს ახალგაზრდა მეფე და დედოფალი მართავდნენ. დრო გადიოდა და მათ კი შვილი არ ჰყავდათ. ყოველგვარ საშუალებას მიმართეს რაც კი იცოდნენ მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ერთ დღესაც მეფემ გაიგო ერთი ჯადოქრის შესახებ. ხალხი ამბობდა რომ ეს ჯადოქარი საოცრებებს ახდენდა და მეფემ და დედოფალმაც გადაწყვიტეს მისთვის მიემართად თხოვნით დახმარებისთვის. ერთ საღამოს მეფემ ცხენები შეკაზმა და დედოფალთან და რამდენიმე მსახურთან ერთად ჯადოქრის ქოხისაკენ გაეშურა. ჯადოქარი ულამაზესი ქალი აღმოჩნდა. მეფე-დედოფალი ამან ძლიერ გააკვირვა რადგან გაეგონათ რომ ჯადოქარი 300 წლის იყო. მათ აუხსნეს გრძნეულს თავიანთი გასაჭირი. აი რა უთხრა მათ ჯადოქარმა: "არის ერთი მცენარე. თუ ამ მცენარეს დედოფალი შეჭამს შვილი გეყოლებათ. მხოლოდ მე ვიცი მცენარის სახელი და ის სად იზრდება. ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაგიმხელთ."
- რა შემთხვევაში? - ჰკითხა პასუხის მოლოდინით შეშინებულმა დედოფალმა.
-თქვენს შვილს მე გადმომცემთ როგორც კი მას 20 წელი შეუსრულდება.
მეფე და დედოფალი თავიდან უარზე იყვნენ მაგრამ ბოლოს როცა მიხვდნენ რომ სხვ გზა არ ჰქონდათ დასთანხმდნენ.
- ამ მცენარეს ვარდი ჰქვია და ის ჩემს ბაღში ხარობს. მაგრამ ჩვეულებრივი ვარდი არ გეგონოთ. სასწაულმოქმედი ვარდია.-თქვა გრძნეულმა და დედოფალს ვარდის ფურცლები მისცა. დედოფალმა ვარდის ფურცლები შეჭამა და მალე მეფეს და დედოფალს მშვენიერი ასული შეეძინათ მათ მას როუზი დაარქვეს.

ღრუბლებს მიღმაWhere stories live. Discover now