⚠ჰოსოკი და ვონჰო ერთი და იგივე ადამიანია!⚠
- ჰოსოკ, არამგონია ეს კარგი იდეა იყოს... - გადაუჩურჩულა ვონჰოს შოვნუმ, რომელიც მთელი ფოტოსესიის პერიოდში ერთ-ერთ სტილისტს ეფლირტავებოდა, ის კი საპასუხოდ უღიმოდა მას.
ეს ყველაფერი არაფერია, ერთი რაღაცა რომ არა... ჰოსოკის შეყვარებულიც ესწრებოდა გადაღებას და მშვენივრად ხედავდა იმას, თუ რას აკეთებდა ბიჭი. მინსუ, ასე ერქვა ვონჰოს შეყვარებულს, ხანდახან გახედავდა თავის შეყვარებულს და ცინიკურად ეღიმებოდა, თუმცა რაიმეს გაკეთებას არ ჩქარობდა.
- არ გეშინია, რომ ის იეჭვიანებს და ჩხუბს მოგიწყობს? - იკითხა ასევე ჩურჩულით კიჰიონმა.
ჰოსოკმა მხიარულად ჩაიცინა, ბიჭებს მხრებზე ხელები მოჰხვია და ისინი უფრო ახლოს მიიზიდა, რია შემდეგ კმაყოფილად წარმოსთქვა:
- ოჰ ბიჭებო~ მეც ზუსტად ამას ვცდილობ. ოღონდაც გენახათ გაბრაზებული მინსუ!
- ვერ გავიგე... - ჩაფიქრებულმა შოვნუმ ახედ-ჩახედა ჰოსოკს. - ოღონდაც არ თქვა რომ მაზოხისტი ხარ!
- აი რატომ ეგრევე მაზოხისტი?! - ჩაიცინა ვონჰომ. - სხვა გოგოებს ჩემი ცემის უფლებას არ მივცემდი, მაგრამ როცა ამას ჩემი პრინცესა აკეთებს ეს მომწონს კიდევაც!
- შენ მართლა უცნაური ხარ. - ჩაილაპარაკა კიჰიონმა. - მაგრამ თუ ასეა, უნდა შეეცადო.
***
ლიკა იყო თავშეკავებული და თავის ემოციებს ხშირად არ გამოხატავდა. მისი ცხოვრება კი მშვიდი და წყნარი იყო... მანამ, სანამ ის ჰოსოკს არ შეხვდებოდა. ეს ბიჭი მართლაც ვერ ჩერდება ერთ ადგილას. ამ ბიჭის გამოჩენიდან მის ცხოვრებაში, ლიკას წუთიც კი არ ჰქონდა გატარებული მშვიდად. ზუსტად ეს ბიჭი იწვევდა მასში გაბრაზებასა თუ ეჭვიანობას. ზუსტად ეს ბიჭი შეუყვარდა მას ისე, რომ გაცნობიდან ოთხი თვის შემდეგ, როდესაც ჰოსოკმა მას შესთავაზა ერთად ყოფნა, ის დასთანხმდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არ უყვარდა თავისი სიყვარულის გამოხატვა იმაზე მეტად, ვიდრე ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ეცნობიერა ბიჭისთვის, რომ ის სულერთი არიყო ლიკასთვის. ჰოსოკიც არ წუწუნებდა ამაზე. მან იცოდა თუ როგორი მესაკუთრე და ეჭვიანი იყო გოგონა და ყველანაირად ცდილობდა არ მიეცა ეჭვიანობის საბაბი მისთვის. მაგრამ ისე მოხდა, რომ ნახევარი წლის წინ ჰოსოკი გააგზავნეს შოუზე "We got merried". და როგორც ვონჰოს უთხრეს, მას უნდა ეთამაშა მზრუნველი და მოსიყვარულე ქმრის როლი. ლიკა ითმენდა იმას, რომ მისი ჰოსოკი და ის გოგონა ხელჩაკიდულები დადიოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ესაყვარლებოდნენ. თუმცა მისი მოთმინების ფიალა აივსო მაშინ, როდესაც იმ აუტანელმა გოგომ აკოცა მის ჰოსოკს... თუნდაც ლოყაზე, მაგრამ მაინც აკოცა. როგორც კი ჰოსოკი სახლში დაბრუნდა, ლიკამ ის დაიჭირა, საძინებელში წაათრია და საკმაოდაც "დასაჯა". ამის მერე ჰოსოკი ცდილობს ისევ გამოიწვიოს მასში ეჭვიანობა და ეფლირტავება ყველა გამვლელს. აი ახლაც ის უყურებს ჰოსოკს, რომელიც ვიღაცას ეფლირტავედა და სექსუალურად უღიმის მას. გოგონა თანდათან მოთმინების პიკს აღწედა. გაბრაზდება ის და ყველას დაერხევა.
YOU ARE READING
ცუდ ბიჭებს სჯიან (✔)
Short Storyჰოსოკი ყველანაირად ცდილობს გამოიწვიოს ეჭვიანობა თავის შეყვარებულში, რომელსაც ყველაფერი ჰკიდია. მან გამოიწვია კიდეც. შედეგებით იგი გახარებულია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რამეს იგი არ მოელოდა... 🔞 (Oneshot)