პროლოგი
სიყვარული,ეს ხომ წიგნებისა და ფილმების მთავარი თემაა...აღგიწერენ ისეთ ურთიერთობას,რაც რეალურად თითქმის წარმოუდგენელია.
მიყვარს კითხვა,წერა და წარმოდგენა,მაგრამ რეალურად ეს საშიშია.
რაც უფრო ბევრ ადამიანს უშვებ შენს ცხოვრებაში, მით უფრო ბევრს კარგავ.სწორედ ამის მეშინია.
მეშინია,რომ დავკარგავ იმას ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეყვარება.ეს კი ბოლოს მომიღებს...
თავი1
ჰოლანდიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის,რიდერკერკის მაცხოვრებელი ვარ.ამჟამად ერთადერთი შვილი ვარ...
მოხდა ტრაგედია რის გამოც და დავკარგე.ამ ყველაფრის გახსენებისას ყოველთვის ვტირი,ან როგორ შეიძლება ამან გული არ მატკინოს?!
ის პატარა და დაუცველი იყო... ვერ გაუმკლავდა იმ დაავადებას,რომელმაც მთელი მისი ორგანიზმი მოიცვა და წაგვართვა ის... არასდროს არავისთან არ მისაუბრია ამ თემაზე.
ასე რომ სახლში მხოლოდ სამნი ვართ.მე,დედა და მამა.საკმაოდ კარგი ოჯახი მაქვს...მართალია დიდი უბედურება დაგვატყდა თავს,მაგრამ ჩემი მშობლები ცდილობენ ის ტკივილი არ დამანახონ რასაც სინამდვილეში განიცდიან.ვიცი,რომ ძალიან სტკივათ და ვიცი,რომ ჩემი დის გარდაცვალებამ ისინი გაანადგურა და არა მარტო ჩემი მშობლები,მეც განადგურებული ვარ.მაგრამ ცხოვრების გაგრძელებას ვახერხებთ.
მამა გინეკოლოგია და საკუთარი კლინიკა აქვს,სადაც დედა მენეჯერია.მე კი სკოლის მოსწავლე ვარ.არაფრით გამორჩეული ცხოვრება არ მაქვს.
კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ.მასწავლებლებს ძალიან მოვწონვარ,თუმცა მე ყველა მათგანი არ მხიბლავს.მყავს გამორჩეული მასწავლებელი,რომელიც მართლა კარგია მის საქმეში და ძალიან მეგობრულიცაა ჩემს მიმართ.ის გერმანულ ენას მასწავლის.მისი დამსახურებით საკმაოდ ბევრი ჯილდო მივიღე გერმანული ენის კონკურსებში.
თავისუფალ დროს ვკითხულობ.კითხვა ჩემთვის ყველაფერია.წიგნების მეშვეობით გადავდივარ სხვა სამყაროში,სადაც ყველაფერი უკეთესია,ვიდრე ჩვენს სამყაროში.ასე ვცდილობ გავექცე ხოლმე რეალობას.
ჩემი საუკეთესო დაქალი ერთადერთია ვისთანაც თავისუფლად საუბარი შემიძლია ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ.მე და ჩემი და,ჯენი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით,მართალია მასზე ორი წლით უფროსი ვიყავი,მაგრამ ერთმანეთს ვუგებდით.ყოველ საღამოს ერთმანეთს ვუყვებოდით იმას,თუ რა მოხდა დღეს სკოლაში.მენატრება ის დრო,როცა მას ვეჩხუბებოდი.ნეტავ არასდროს მეჩხუბა მასთან...
ჩემი საუკეთესო დაქალი,ვერონიკა ყველაზე კარგი ადამიანია,ვისაც კი ვიცნობ.ოთხი წელია,რაც ერთად ვართ.ჩვენი გაცნობის პირველი წუთიდანვე ვიცოდი,რომ უფრო მეტ დროს გავატარებდით ერთად,ვიდრე წარმომედგინა.მასთან ურთიერთობით ვცდილობ ცოტახნით მაინც დავივიწყო გულის ტკივილი და უბრალოდ გავერთო.
შეყვარებული არ მყავს...მაგრამ ასე ჯობია.ვერონიკას შეყვარებული,ჯეიმი დარვინი ძალიან კარგი ბიჭია.თანაც ჭკვიანია და ათლეტურიც.სკოლის ფეხბურთის გუნდში კაპიტანია.ასე რომ ის ძალიან პოპულარულია.ბევრი გოგოა,ვისაც მასთან შეხვედრა უნდა,მაგრამ ჯეიმი ვერონიკას ერთგულია და ვიცი,რომ მას არასდროს უღალატებს.მე და ჯეიმი ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ხშირად მაძლევს რჩევებს.თანაც საკმაოდ კარგ რჩევებს.
ჩემი დის შეყვარებული ჯერ კიდევ განიცდის ჯენის გარდაცვალებას.მართლაც ძალიან ცუდად გრძნობს ჯოში თავს.ვცდილობ დავამშვიდო ხოლმე,მაგრამ მასთან ურთიერთობისას მახსენდება ჩემი დის მშვენიერი სახე და ყველა ის მომენტი,რაც ერთად გაგვიტარებია და მე უბრალოდ ჯოშთან ერთად საათობით ვზივარ და ვტირი.უბრალოდ ვტირი და ვიხსენებ ჩემს დას.ადამიანს,რომელიც ძალიან მიყვარდა.
ნეტავ მე ვყოფილიყავი დაავადებული და მე მომკვდარიყავი და არა ის.მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი.
ჯობია რამე კარგზე ვისაუბრო.ფანგოგო ვარ შონ მენდესის.ვინც არ იცით(არამგონია ვინმემ არ იცოდეს მის შესახებ)ვინ არის შონ მენდესი,მაშინ გეტყვით,რომ ის კანადელი მომღერალია.გასაოცარი ხმა და გარეგნობა აქვს.ათლეტური და ძალიან სექსუალურია.ცამეტი წლიდან მის ნახვაზე ვოცნებობ,მაგრამ ახლა ვიცი,რომ ეს უბრალოდ უაზრობაა.ჯობია იმაზე ვიოცნებო,რაც უფრო მეტად არის შესაძლებელი.
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...