თავი 2

818 53 2
                                    


3 სექტემბერი.2018

დილის 07:30-ზე მაღვიძარამ დარეკა.დღეს სკოლის პირველი დღეა საზაფხულო არდადეგების შემდეგ.საწოლიდან სწრაფად ვდგები და სააბაზანოში შევრბივარ.შხაპის მიღების შემდეგ სხეულზე პირსახოცს ვიხვევ და სარკეში ვიხედები.საკუთარ თავს რამდენიმე წამის განმავლობაში ვაკვირდები,შემდეგ კი თმებს ვიშრობ და სააბაზანოდან სწრაფად გავდივარ.გარდერობში გადავინაცვლებ და ტანსაცმელს ვარჩევ.ყვითელ მომდგარ ქვედაბოლოს და თეთრ მაისურს ვიცვამ,ფეხზე კი შავ ვინტაჟური სტილის ფეხსაცმელს.თმას ვიშლი,ცოტაოდენ მაკიაჟსაც ვიკეთებ.ჩანთაში ერთ დიდ რვეულს და საწერ კალამს ვაგდებ.მობილურს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ.

სამზარეულოში ჩასულს დედა და მამა სასადილო მაგიდასთან მხვდებიან.

-დილამშვიდობისა ნორა!-ორივენი მესალმებიან

-დილამშვიდობისა!-მეც ვესალმები და მათ გვერდით ვჯდები.გემრიელად შევექცევი ჯემიან პურს და ინგლისურ ჩაის.

-გემრიელად მიირთვი.მე უნდა წავიდე მშობიარე მყავს.-მამა დგება და შუბლზე მკოცნის-წარმატებები დღეს!

-შენც ასევე მამა!-ვეუბნები და ჩაის ვსვამ.ტელეფონზე შეტყობინება მომდის.

ვერონიკა:დილამშვიდობისა ნორა! აბა თავს როგორ გრძნობ?? სწავლისთვის ხარ განწყობილი?? სკოლაში შეგხვდები.მიყვარხარ.

-დილამშვიდობისა ვერონიკა!მშვენივრად ვარ,თანაც სწავლისთვისაც ვარ განწყობილიი!! ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ(ვხუმრობ ცოტა მეზარება),მეც ძალიან მიყვარხაარ! გკოცნიი..-შეტყობინებას ვუგზავნი და თან პურის ბოლო ნაჭერს ვჭამ.

-დედა წავედი!-ფეხზე ვდგები

-კარგი ნორა! საღამოთი შეგხვდები.წარმატებები ჩემო პატარავ!-ლოყაზე ნაზად მკოცნის

-შენც დედა!-ვეუბნები და სახლიდან გავდივარ.

გარაჟის კარს ვაღებ და ჩემი Mercedes-ის ჯიპი გამომყავს.მანქანა 2018 წლის მოდელია,ვერცხლისფერია და რაც მთავარია ჩემი მშობლების საჩუქარია.მართვის მოწმობის აღებისა და საუკეთესო ქულების მიღების გამო დავიმსახურე ასეთი მაგარი საჩუქარი,მაგრამ ყველაფერს ფასი დაეკარგა ჯენის გარდაცვალების შემდეგ.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now