თავი 3

624 49 1
                                    

ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების შემდეგ მე და ვერონიკა კაფეტერიაში შევედით და ჯეიმის გვერდით მოვთავსდით.მოპირდაპირე მაგიდასთან ლინა რეინჰართი,სემ რეინოლდსი და პოპულარულების მთელი ამალა ისხდა.რამდენჯერმე სემის მზერა ვიგრძენი,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.

-დღეს წვეულებას ვმართავ ჩემთან სახლში-ამბობს ჯეიმი.

-ძალიან მაგარია!-გამოეპასუხა გეიბი.

გეიბი ჯეიმის საუკეთესო მეგობარია.მასთან მე და ვერონიკაც მშვენივრად ვმეგობრობთ.გეიბი სკოლის ფეხბურთის გუნდში მეკარეა და საკმაოდ კარგადაც თამაშობს.

-ნორა ხომ წამოხვალ?-მეკითხება ვერონიკა

-ჰო,რა თქმა უნდა ჯეიმის წვეულებას როგორ დავაკლდები?-ვიღიმი

-აუცილებლად მოხვალ!-მეუბნება ჯეიმი და ისიც მიღიმის.

-რა თქმა უნდა ძმაო!-ვპასუხობ.-რომელ საათზე?

-რვა საათზე...

-კარგი-ვამბობ და სენდვიჩს შევექცევი.

ჰოლანდიურის გაკვეთილის შემდეგ სახლში მივდივარ.

ჩემს მეზობლად ისევ სემი და მისი ოჯახი დაბრუნდნენ.მთელი ორი წლის მანძილზე ეს სახლი ცარიელი იყო.ახლა კი ისევ სიცოცხლით სავსე იქნება.

მანქანას გარაჟის წინ ვაჩერებ და ჩანთაში სახლის გასაღებს ვეძებ.ჩანთის გადაქექვის შემდეგ ვპოულობ გასაღებს.კარისკენ მივდივარ და ინსტიქტურად მარცხნივ ვიხედები,სადაც სემის სახლია.სემს ვხედავ,სახლში უამრავი მუყაოს ყუთი შეაქვს,თან ყურსასმენები უკეთია და ეტყობა,რომ რაღაცაზე ფიქრობს.მე ვერ მამჩნევს... გასაღებს ვატრიალებ და სახლში შევდივარ.

ჩანთას დივანზე ვაგდებ და სამზარეულოში შევდივარ.ძალიან მშია.კარტოფილს ვწვავ და თან ფანჯრიდან ვიყურები.ჩემს ფანჯარას ფრიზბის დაფამ ჩაუფრინა.რამდენიმე წამში ფანჯარაში სემიც გამოჩნდა,რომელიც ფრიზბის დაფის ასაღებად დაიხარა.წამით ფანჯარაში შემოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.მზერა ამარიდა და ვიღაცას დაუძახა.ეს ვიღაც ლინა რეინჰართი აღმოჩნდა.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now