მართალია ახლა პიტერთან ერთად ვარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ სემი დავივიწყე და გრძნობები მის მიმართ ქარს გავატანე.
დილით ადრე ვდგები და სკოლაში წასასვლელად ვემზადები.გარეთ ცივა,ამიტომაც ჯინსის შარვალს,მაისურს და ვერცხლისფერ ქურთუკს ვიცვამ.ფეხზე კი შავ ფეხსაცმელს ვირგებ,რომელსაც პატარა ქუსლები აქვს.(არ მიყვარს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები).
საუზმობის შემდეგ გარეთ გავდივარ და პიტერს ვხვდები,რომელიც მანქანიდან გადმოდის და მესალმება.
-ულამაზესი ხარ ნორა!-ლოყაზე ნაზად მკოცნის.ინსტიქტურად სემის სახლისკენ ვიხედები და მას ვხედავ.გული გამალებით მიცემს.თეთრი მაისური,შავი ქურთუკი,შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები აცვია. თმა უკან აქვს გადავარცხნილი და ისევ ისეთი მომხიბვლელია,როგოც ყოველთვის.ჩემსკენ იყურება და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებიან.მისი მზერა მწვავს და გულის ცემას მიჩქარებს.ალბათ ამით ძალიან ერთობა სემი.მიღიმის და მანქანაში ჯდება.
მზერა პიტერისკენ გადმომაქვს.
-სემს უყურებდი?-მეკითხება და სემისკენ იშვერს ხელს.
-არა! რაღაცაზე ჩავფიქრდი და ალბათ სემისკენ ვიხედებოდი სრულიად შემთხვევით.-დაბნეულობის დასაფარად ვიღიმი.-არ წავიდეთ?
-რა თქმა უნდა-მანქანის კარს მიღებს და სავარძელზე ვთავსდები.ღვედს ვიკრავ და სემის მანქანას ვუყურებ.ის იძვრის და წინ მიდის.როცა მანქანა ჰორიზონტს ეფარება ფიქრებიდან ვერკვევი და პიტერს ვუყურებ,რომელიც მანქანას ძრავს და სკოლისკენ მივდივართ.
სკოლის დერეფანში შევდივარ და თვალებით ვერონიკას ვეძებ.ბოლოს მის კარადასთან ვპოულობ.
-ვერო რაღაც უნდა გითხრა!
-რა ხდება? გუშინ რამე ცუდი ხომ არ მომხდარა პიტერთან?
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...