ვერონიკა რა თქმა უნდა მირჩევს,რომ სემს არ შევხვდე.მეც ვეთანხმები,თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამე მაქვს გადაწყვეტილი.არაფერი დაშავდება იმით,თუ სემს შევხვდები.
სახლში მისვლის შემდეგ კონცენტრირებას ვახდენ გაკვეთილებზე,მაგრამ არ მასვენებს იმაზე ფიქრი,თუ რისი თქმა უნდა სემს.ყოველ წუთში საათს ვამოწმებ და რაც უფრო ახლოვდება სემთან შეხვედრის დრო,მით უფრო ვნერვიულობ,მაგრამ თავი უნდა მოვთოკო და უდარდელად შევხვდე.
შვიდის ნახევარზე ვასრულობ მეცადინეობას და გარდერობში ტანსაცმელს ვარჩევ.შავ მომდგარ კაბას,შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და შავ ტყავის ქურთუკს ვიცვამ.სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვაკვირდები.კმაყოფილი ვიღიმი და ტუჩსაცხს ვისვამ.
ზუსტად შვიდ საათზე პარკში ვარ და იმ ადგილისკენ მივდივარ,სადაც მე და სემს გვიყვარდა თამაში,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ძალიან პატარები ვიყავით. ვუახლოვდები თუ არა ,,ჩვენს ადგილს" სკამზე მჯდომ სემს ვხედავ,რომელიც სიგარას აბოლებს.მის გვერდით ვჯდები და ჩვენს წინ ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ ატრაქციონებს ვუყურებ.სემი სიგარეტის ღერს ნაგვის ურნაში აგდებს და ჩემსკენ ტრიალდება,თუმცა ამ ყველაფერს ბუნდოვნად ვამჩნევ,რადგანაც მთელი ჩემი ყურადღება იმ ხის სახლისკენ არის გადატანილი,სადაც ჩემს დას,ჯენის უყვარდა დამალვა ბავშვობაში.საათობით ვეძებდი და ბოლოს აქ ვპოულობდი. სწორედ ამ ხის სახლში ვისხედით,როცა შემპირდა,რომ არასდროს მიმატოვებდა და ყოველთვის ერთად ვიქნებოდით ყველაფრის მიუხედავად.მან კი პირობა დაარღვია და გული საშინლად მატკინა.ღმერთო რას არ გავიღებდი ოღონდ ახლა ჯენი ჩემს გვერდით ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს!
ლოყაზე ცრემლები მეცემა და სწრაფად ვიწმენდ,რადგანაც არ მინდა ეს სემმა შეამჩნიოს.
-ჰეი, ყველაფერი რიგზეა?-მეკითხება და თვალებში მიყურებს
-სრულებით!-ცრემლებს ვიწმენდ და დინჯად ვეკითხები-აბა, რატომ დამიბარე?
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...