თავი 7

500 47 1
                                    


პარკს ისე ვტოვებ,რომ უკან არ ვიხედები.სახლში მისვლისთანავე პიტერს შეტყობინებას ვუგზავნი და ვეუბნები,რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და შესაბამისად წვეულებაზეც ვერ წავყვები.

ტელეფონს საწოლის ერთ კუთხეში ვაგდებ და ტანსაცმელს ვიცვლი.შორტსა და მაისურს ვიცვამ,შემდეგ კი თმებს მაღლა ვიწევ.

ფაჯრის რაფაზე ვჯდები და და ნოუთბუქს ვრთავ.სოციალურ ქსელს ვამოწმებ,შემდეგ კი ფანჯრიდან ჩაფიქრებული ვიყურები.ჩემი ოთახის ფანჯრები სემის ოთახის ფანჯრებს უყურებენ,თუმცა ვცდილობ იმ ხარეს არ გავიხედო,სადაც სემი მეგულება.

ამ ფიქრებიდან ვერკვევი და მხოლოდ ახლაღა მახსენდება,რომ დღეს ოცდაორი სექტემბერია.

დღე,როდესაც ჩემი და,ჯენი დაიბადა.

მობილურს ჯიბეში ვიდებ,კედებს ვიცვამ და კიბეებს ქვემოთ ჩავუყვები. სახლიდან გავდივარ და ყვავილების მაღაზიისკენ მივდივარ,რათა ჯენის საყვარელი ვარდები ვიყიდო.

-გამარჯობა ნორა!-მესალმება მისის ბრაუნი.

-გამარჯობა მისის ბრაუნ!-მეც ვესალმები და თან ყვავილებს ვათვალიერებ.-აი ის წითელი ვარდების თაიგული მომეცით.-მივუთითებ თაიგულისკენ.

-ახლავე,საყვარელო.-თაიგულს მაწვდის-დღეს ჯენის დაბადების დღეა არა?!

-დიახ...-ვპასუხობ და ფულს ვაძლევ.

-არა,ეს საჩუქარი იყოს...

-მადლობა მისის ბრაუნ!

ჯენის საფლავის წინ ვჩერდები და ქვას ვაკვირდები,რომელზეც ჯენის სახელი,გვარი,დაბადების წელი და გარდაცვალების წელია ამოკვეთილი.ვარდების თაიგულს საფლავზე ვდებ და იქვე ვჯდები.ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავ და ირგვლივ ვიხედები.

გული მიკვდება,როცა ჯენის საფლავის ქვას ვხედავ.მინდა,რომ მის ნაცვლად მე ვიწვე ამ საფლავში.ის ამას არ იმსახურებდა.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now