"3+2" (1)

1K 48 47
                                    

. . .

ისმის გაუჩერებელი ტაშის ხმა. ხალხის გაოცებას საზღვარი არ აქვს. ოთხ კედელს შუა, წითელ შუქებში, სცენაზე გიტარით ხელში ვდგავარ და ბარში მყოფ ხალხს თვალს ვავლებ.

-აპლოდისმენტები არ დაიშუროთ ჩვენი ბიჭებისთვის!

ისევ ისმის ხელების ტყაპუნის და სტვენის ხმა.

-თეჰიონი-გიტარა! ჯონგუკი- ვოკალი! იუნგი რეპ-ლაინი! ჰოსოკი- დრამი!

ბარში მსხდომთ თავს ვუკრავთ. ინსტრუმენტს ძირს ვდებ. სცენიდან ყველანი ჩამოვდივართ და ბარისკენ ვიღებთ გეზს.

-ძალიან კარგები იყავით, დღეს ჩვენ ანგარიშზე იყოს!-გვეუბნება ბარმენი გოგონა, რომელიც ჩვენი "დაქალია". მისი სახელია იუნა.
ერთმანეთს გადავხედეთ და გავიღიმეთ.

ვისკი დავლიეთ, სცენაზე დავბრუნდით და დაკვრა განვაგრძეთ. ამჯერად Danger-ის შესრულების დრო იყო.
სცენაზე, რასაც ჰქვია ცეცხლი დავანთეთ.

ჩვენი გამოსვლა მორჩა თუ არა მაშინვე სახლებში წავედით. დაღლილები ვიყავით და დასვენება იყო საჭირო.
მეტროში ჩავედი და დავჯექი. ყურსასმენები მოვირგე და მუსიკა ბოლო ხმაზე ჩავრთე.

სახლში, რომ მივედი ბოტასები გავიხადე და დივანზე წავწექი.

მე კიმ თეჰიონი ვარ. ბოი ბენდის მთავარი გიტარისტი. სეულის ერთ-ერთ ბარში ვუკრავ ჩემ მეგობრებთან ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნე ხალხს ჩვენი შესრულება მოსწონს. ვერ დავიტრაბახებ და ვიტყვი ცნობილები ვართთქო, რადგან მაქამდე ბევრი გვიკლია. რამდენსაც ბარში გვაძლევენ საშუალო შემოსავალია მარტოხელა ბიჭებისთვის. რომ გითხრათ არაფერკ მაქვს და ჯიბე გაფხეკილი დავდივართქო მოგატყუებთ, მაგრამ არც ფულში ვცურავ.

დივანზე წამოწოლილს და ჩაფიქრებულს გონზე ტელეფონის ხმას მოვყავარ.

გუკი: ძმაო რას შვები?

თეთე: ვწევარ და ვისვენებ შენ?

He's A Friend // Vkook. Where stories live. Discover now