თავი 8

494 40 0
                                    


შაბათი დილა თენდება.

დილის თერთმეტ საათზე ვდგები და თავს ვიწესრიგებ, შემდეგ კი სამზარეულოში ჩავდივარ სასაუზმოდ.

დედა ჩაის ამზადებს,მე კი სენდვიჩებს ვაკეთებ.

რაც შეეხება მამას,ის თავის კაბინეტშია და პროექტზე მუშაობს. როგორც მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ყურადღებით უნდა მიუდგეს.

ფართე თეფშზე ვაწყობ სენდვიჩებს და ჭიქებში წვენს ვასხამ.შემდეგ კი მამასთან შევდივარ.

კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ოთახში თავს ვყოფ.

-დილამშვიდობისა! შეიძლება?

-დილამშვიდობისა,ჩემო ლამაზო, რა თქმა უნდა

შეიძლება.-ოთახში შევდივარ და მაგიდას ვუახლოვდები,რაზეც მამას პროქტია გაშლილი.მთელი ინტერესით ვაკვირდები.

-იმედი მაქვს კარგი გამოვა-ამბობს მამა და თან წიგნაკში რაღაცას ინიშნავს.

-მეც იმედი მაქვს მამა... წარმატებებს გისურვებ-ჩემსკენ იხრება და შუბლზე მკოცნის.-მადლობა ნორა!

-საუზმე მზადაა. ასე რომ გელოდებით მე და დედა...

საუზმობის შემდეგ კვლავ ჩემს ოთახში ავდივარ და ინგლისურის ესეს ვწერ.

ვერონიკა ჯეიმისთნა ერთად ატარებს უქმეებს.არადა ბევრი კარგი რამ მქონდა დაგეგმილი,რასაც ერთად გავაკეთებდით.ახლა კი სულ მარტო დავრჩი და მოწყენილობისგან სადაცაა მოვკვდები.

ჯინსის შარვალს,იისფერ მაისურს,ქურთუკს და კედებს ვიცვამ.

რიდერკერკის ცენტრში მივდივარ,რათა რამე ვიყიდო და ცოტათი გავერთო.

გარეთ გასვლისთანავე ვგრძნობ შემოდგომის სუსხს.ხეები ყვითელი ფოთლებით შეიფერა.არ წვიმს მაგრამ ცა მოღრუბლულია.დაახლოებით თვრამეტი გრადუსი იქნება,მაგრამ მაინც სასიამოვნოა გარეთ გამოსვლა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now