როდის უყვარდება ადამიანს პირველად? გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ადამიანი და დაფიქრდით იმ მომენტზე როდესაც ის შეგიყვარდათ, რათქმაუნდა ვერგაიხსენებთ, ეს შეუძლებელია,ვფიქრობ ადამიანს დროთა განმავლობაში უყვარდება, და არდაიჯეროთ ერთი ნახვით სიყვარულის რადგან თვალები ხშირ შემთხვევაში ცდება, იმოქმედეთ გულით,მას შედარებით დიდი დრო უნდა შესაყვარებლად ისე ადვილად არ იხიბლება როგორც თვალი მაგრამ სამაგიეროდ გულით თუ შეგიყვარდათ გარანტიას გაძლევთ ეს სიყვარული ნამდივილი და წმინა იქნება.
აი მე კი რაც შემეხება დროთა განმავლობაში შემიყვარდა ხო გსმენიათ განსხვავებულები იზიდავენ ერთმანეთსო და ალბათ ჩემს შემთხვევაშიც ესე მოხდა, მეექვსე კლასში რომ გადავედი ბიჭს დავუმეგობრდი პირველივე დღეს ისე შევეწყვეთ ერთმანეთს,რომ უკვე ერთ კვირაში იმაზე ვკამათობდით ვინ უფრო კარგად იცნობდა ერთურთს.
დრო გადიოდა და მეცხრე კლასში ჩვენი განსხვავებული გემოვნება სულ მთლად შეიცვალა და მან ახალი ცხოვრების სტილი აირჩია როცა ფეხბურთის გუნდის კაპიტნად აირჩეს. ადამიანს საზოგადოება ცვლის უნდა თუ არა ეს, ის მაინც ბრბოს მსხვერპლი ხდება უნებლიედ, ქუქის შემთხვევაშიც ესე მოხდა, ჯერ მაღალი საზოგადოება გაიცნო, მერე შეყვარებული გაიჩინა მაგრამ თავდაპირველად ეს ხელს არ გვიშლიდა, უბრალოდ ჩვენი განსხვავებული შეხედულებების გამო ხშირად გვიწევდა კამათი, დროსაც იშვიათად ვუთმობდით ერთმანეთს, ჩვენი მეგობრობის ნასკვი ნელ ნელა იხსნებოდა და ბოლოს საერთოდ გაწყდა.
გამოსაშვებ საღამოს მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ჰანა ერთად წავედით, სიმართლე გითხრათ არც ერთი ვიყავით მსგავსი თემების მოყვარული მაგრამ რადგან ბოლო დღე იყო სკოლაში გადავწყვიტეთ წავსულიყავით და ბოლოჯერ გვენახა თანაკლასელების სახეები, როგორც მიხვდით საზოგადოებას დიდა ვერ ვეწყობოდით.