თავი 5
დროთა განმავლობაში თამაშთან ერთად მოთამაშევბიც ხურდებოდნენ, უკვე ყველა კარგა შეჟუჟნებული იყო, ჰობი აქამდე თუ ცანცარებდა და მხიარულებდა ეხლა გაშეშებული იჯდა ერთ ადგილას და ათასში ერთხელ თუ ამოიღებდა ხმას. თეჰიონმა ჯიმინი ოთახში წაიყვანა რადგან უკვე თავის შემაგრებაც არ შეეძლო, ოთახში კი ნამჯუნი ჰანა ტაი ქუქი და ცოცხალ მკვდარი ჰობი დარჩა რომელიც ცოტა ხანში ნამჯუნმა იქვე მდივანზე მიაწვინა.
– ჯუნგქუქ მეორე კურსელებს როგორ მოუგეთ? ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ ლი ჯუნგი ხომ პირველი კურსიდან ლიდერობს.
– ეგ იმიტომ რომ შესაფერისი მოწინააღმდეგე არ ყავდა, ისე გავიგე რომ კალადბურთში კარგი ხარ იქნებ შემდეგში ერთად ვითამაშოდ,– ნამჯუნი დაფიქრდა მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო უარი უთხრა თუმცა დაამატა:
– ჩემი მეგობარი მინ შუგა ხომ იცი? კოლეჯამდე კალადბურთს თამაშობდა, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა, მართალია ცოტა ზარმაცია მაგრამ როდესაც საქმე კალადბურთ ეხება სულ სხვა პიროვნება.
ბიჭები საუბარს შეყვნენ, გოგონების ალკოჰოლთან დამოკიდებულება კი კარგად მოგეხსენებათ, ორივე შუა ძილში იყო.
ტაიმ თავის ტკივილით გაიღვიძა და ოთახი რომ მოატვალიერა დაინახა ჰანას საწოლზე წამოსკუპებული ქუქი.
–ჯანდაბა ქუქ აქ რას აკეთებ ?–ბიჭმა ჩაიხითხითა.
–ახალგაღვიზებულზე ალქაჯს გავხარ,–ტაი დაიჭყანა და ბოლოს წამოიწივლა.
–ჰანა სადაა? – ოთახში მოსვლა ახსოვს მაგრამ ჰანა არა.
–აა ჰანა ნამჯუნთან დარჩა.
– რა ქნა? ,– ლამის ჭკუიდან შეიშალა ამის გაგონებაზე,ჰანა არასდროს დარჩებოდა უცხო ბიჭთან სახლში.
– ნუ.. ეძინა და აღარ წამოვიყვანე თან ნამჯუნმა მე მივხედავო.– ტაი ადგილზე გაშრა, საწოლიდან წამოხდა და ქუქს თავში ერთი კარგად წაუთაქა.